კატეგორია: სამართალი

ბათუმში ლიფტში ქალის დაჭრაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა

ბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, […]

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოროკურატურიდან აცნობეს, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და […]

GWP-ის თანამშრომელი ერეკლე კაჭახიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

კურიერის წყაროს ინფორმაციით, გურამიშვილის 64 ნომერში ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის (GWP) თანამშრომელი, 26 წლის ერეკლე კაჭახიძე, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მას ჭრილობა მიყენებული ჰქონდა თავის არეში და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის მარიამობის ღამეს კლინიკაში გადაიყვანა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია ადასტურებენ, რომ მათ პაციენტი მიიღეს, რომელიც ჭრილობა ჰქონდა საფეთქლის არეში. ერეკლე კაჭახიძემ კლინიკაც ხელწერილით დატოვა. მის მიერ მიცემული ჩვენების […]

მარნეულში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე მოზარდმა სახლში წერილებიც დატოვა, თუმცა მათი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც.

ქართველებმა მილანში იტალიის შს მინისტრის მშობლების ბინა გაქურდეს

იტალიაში, მილანში ხუთი ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ იტალიის შს მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვა. როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულები იტალიის დატოვებას აპირებდნენ, როდესაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს. იტალიელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ დაკავებულები პროფესიონალები და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. აღნიშნული პირების დაკავება 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. იტალიის შს მინისტრის […]

ლერი გელაშვილი – “პატრულმა ქისიშვილმა შემაგინა, თავში მირტყა და მაწამა”

მოქალაქე ლერი გელაშვილი საპატრულო პოლიციიის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს. 52 წლის მამაკაცი ირწმუნება, რომ პატრულ-ინსპექტორმა, გიორგი ქისიშვილმა სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა თბილისში-ასათიანის ქუჩაზე მოხდა. მოქალაქესა და საპატრულოს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გელაშვილი პატრულ-ინსპექტორმა ორჯერ დააჯარიმა, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს და დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გელაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ის ამ დრომდე […]

“სფერო ჰოლდინგი” “სვეტის” წინააღმდეგ – სკანდალი სამშენებლო ბაზარზე

დეველოპერული კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ „სვეტის“ წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლოს კანცელარიამ დღეს განცხადება, „სფერო ჰოლდინგისგან,“ ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ჩაიბარა. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ „სვეტის“ ხელმძღვანელობას შესთავაზეს ყველა დაწყებული და შეჩერებული მშენებლობის დასრულება, სანაცვლოდ კი „სვეტის“ ასპროცენტიან წილებს გადაუფორმებდნენ. „სფერო ჰოლდინგში“ ამტკიცებენ, რომ შეთანხმება შედგა, თუმცა „სვეტისგან“ საჭირო დოკუმენტაცია ვერ მიიღეს. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, „სფერო ჰოლდინგი“ მზად […]

„არ მინდა, ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ” – მალხაზ მაჩალიკაშვილის 9 საათიანი დაკითხვა სუს-ში დასრულდა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს მისთვის რაიმე ახალი შეკითხვა არ დაუსვამთ. „არანაირი სიახლე არ ყოფილა. მიცემული ჩვენების განმეორება იყო. სხვა არაფერ არ იყო, არანაირი სიახლე არ არის, არანაირი ისეთი შეკითხვა არ ყოფილა,“ – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაკითხვის წინ თქვა, რომ ჩვენების მისაცემად აღარ მივა. […]

კონსტანტინე მორგოშია – მე რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ

„ქართული მარშის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის. „მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და […]

“სუს-ში მოსვლა ჩემთვის სიკვდილზე მეტია, კითხვაზე მოსვლას და ცირკში მონაწილეობას აღარ ვაპირებ”- მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თმირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეის შემდეგ სუს-ის შენობაში შესვლას არ აპირებს. “დღეის შემდეგ გამოკითხვაზე მოსვლას აღარ ვაპირებ. ცირკში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ. დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, […]