კატეგორია: სამართალი

აფეთქება ფოთში – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა – ვიდეო

“კურიერმა” მოიპოვა ის კადრები, რომლებიც დღეს დილით ფოთში მომხდარ აფეთქებას ასახავს. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, აფეთქებისას შემთხვვის ადგილზე რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. სავარაუდოდ, აფეთქდა ხელყუმბარა, თუმცა ვინ,  რა ვითარებაში და რატომ მოიყვნა ის საბრძოლო მოქმედებაში, უცნობია. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ აფეთქებამდე ახალგაზრდებმა ახლოს მდებარე მარკეტში ალკოჰოლური სასმელები შეიძინეს. ოდნავ მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, […]

”კობაური დაბალია, რაიან სმიტი კი იყო მაღალი და სიკვდილამდე კომუნიკაცია ჰქონდა სხვა პირთან” – ადვოკატის სკანდალური განცხადება

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ახალი დასკვნა მომზადდა, სადაც ახალი გარემოებები გამოვლინდა, რაც მალხაზ ბექაურის უდანაშაულობას ადასტურებს. ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ სმიტებს სხვადასხვა დაზიანება სიცოცხლეში ჰქონდათ მიღებული. ტყვიის ტრაექტორიიდან გამომდინარე კი, გასროლა კობაურს არ განუხორციელებია. “მას სიცოცხლეში აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლის არეში, ფეხებში, წვივებში. იარაღი […]

იტალიაში საქართველოს პოლიციის მიერ ძებნილი 35 წლის პირი დააკავეს

იტალიაში საქართველოს პოლიციის მიერ ძებნილი 35 წლის პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ რომის პოლიცია ავრცელებს. რომის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაკავებული პირი საქართველოს მიერ იყო ძებნაში გამოცხადებული პერსონალური ინფორმაციის არალეგალური გავრცელების ბრალდებით. იტალიის პოლიციას დაკავებულის ინიციალებიც მოჰყავს. ის არის ბ.რ. რომის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაკავებული ასევე იყო ნასამართლევი ქურდობისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

1,5 წელი ციხე დედისთვის თავში მობილურის ჩარტყმის გამო

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ტ.გ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, ტ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს დედას – გ.კ.-ს თავის არეში მობილური ტელეფონი ჩაარტყა, […]

პროკურორი: ”გიორგი ჭელიძე ვაზნების უნიტაზში ჩარეცხვას ცდილობდა”

“ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც ჭელიძემ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, მისი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააცნო. ჭელიძემ აღნიშნა, რომ ის პოლიციას უსაფუძლოდ რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. ამასთან, ჭელიძის თქმით, წინა წლის ოქტომბერს ის სასტიკად სცემეს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა. “ეს პირდაპირ ჩემი […]

“მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”- საგამოძიებო კომისია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი. ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ “მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”. „კომისიამ შეისწავლა, თუ რამდენად იკვეთებოდა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით კომისიამ გამოიკვლია მირზა სუბელიანის შვილის […]

”ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს, ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალი წარედგინა. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი […]

საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე ჩემოდნით უზბეკი ქალი გადაჰყავდა

1 სექტემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს 24 წლის მოქალაქე ცდილობდა, საზღვარზე ჩემოდანში დამალული უზბეკეთის მოქალაქე ქალი გადაეყვანა, რომელიც თურქეთიდან დეპორტირებულია და ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალება.

იტალიაში ქართველი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, 1 სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში კარაბინიერებმა დააკავეს 40 წლის ქართველი, რომელიც მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, ქართველის მიერ დაქირავებულ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი კაცი მივიდნენ. მათ გ.ბ. ს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გ.ბ. დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. ნიუპოსტი

“საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი ვიდეოს საფუძველზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი, 1986 წელს დაბადებული გ.ჭ დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის […]