გუშინ 10 აგვისტოს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში 2 მამაკაცი მოკლეს. შსს-ს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტზე ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ.მ.დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით […]
კატეგორია: სამართალი
ჩატაევის საქმეზე ძებნილი რუსლან შავაძე ბათუმში დააკავეს
სამართალდამცავებმა ტერორიზმის ხელშეწყობისთვის ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე რუსლან შავაძეს 27 ივლისს დაუსწრებლად შეუფარდა ბრალი, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შავაძე ბათუმში დააკავეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან […]
სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყოფილი გენერლისა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა სწორედ გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში […]
გია ფეიქრიშვილის მკვლელმა მოკლულის ცოლი გაიტაცა და დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო – მკვლელობის ახალი დეტალები
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი, გია ფეიქრიშვილი, დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შემდეგ მკვლელმა მოკლული მამაკაცის ცოლი გაიტაცა და გაიქცა, შემდეგ კი ქალი დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო. ამის შესახებ დრონი.ჯი-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა. “ვარკეთილიდან რომ წაიყვანა, […]
41 წლის გიორგი ფეიქრიშვილი ცოლის მეგობარმა კაცმა მოკლა – ვარკეთილის მკვლელობის ახალი დეტალები
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცოლის მეგობარმა კაცმა ესროლა. მკვლელობა სადარბაზოში ლიფტთან მოხდა. თავდამსხმელმა იარაღით 48 წლის კაციც დაჭრა. დაზარალებული, სავარაუდოდ, სადარბაზოში სისხლიან გარჩევას შეესწრო. გულ-მკერდში დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროის მონაცემებით, მკვლელობის ფაქტს, დაჭრილი კაცის გარდა, სხვა თვითმხილველი […]
”სროლის შემდეგ დავინახე ქუთათელაძის ოფისიდან გამოსული გიორგი ჭანტურია, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი” – რას ყვება მთავარი მოწმე
ფარული აუდიოჩანაწერით, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მასალებში დევს, ირკვევა, რომ ბრალდებულის ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ავტომატურ იარაღს და ვაზნებს ბრალდებული გიორგი ჭანტურია სახლში ინახავდა. „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება მთავარი მოწმის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ 15 იანვარს გიორგი ჭანტურია მოკლულის კაბინეტიდან იარაღით ხელში გამოვიდა. ფარული საგამოძიებო მოექმედებების შედეგად საქმეში დევს რამდენიმე მტკიცებულება, მათ […]
გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს
გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს, – ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. “მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებიდან გამომდინარე შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ დრომდე ჩვენ მტკიცებულებები არ გვქონდა გადმოცემული. ახლა გადმოგვეცა. გამომძიებელმა დაიწყო გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. ჩვენი სურვილი იყო, რომ დეტალურდ მიგვეწოდებინა გამოძიებისთვის ინფორმაცია. […]
ვარკეთილში მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა. “2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად. პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, […]
ხორავას ქუჩის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული სამივე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა და მათ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. რუსთავი 2
ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლის კი დაჭრეს
ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორიs სიტყვიერ შელაპარაკებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად მოხდა. რაც შეეხება დაჭრილს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა,. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – მკვლელობის შემთხვევაში, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან […]









