შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელ სეიდგოჯალოს ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო […]
კატეგორია: სამართალი
რატომ მოკლეს 42 წლის ლევან სიგუა – დოლიძეზე მკვლელობის დეტალები
გუშინ გვიან ღამით დოლიძის ქუჩაზე 42 წლის ბიზნესმენი, ლევან სიგუა ჩაცხრილეს. მომხდარს შსს-ს იძიებს.სავარაუდოდ, ბიზნესმენს სახლთან ელოდებოდნენ, რადგან, მეზობლების განცხადებით, 8 გასროლის შემდეგ, მათ დაინახეს, რომ ტერიტორია წითელმა ავტომანქანამ დატოვა. ნიუპოსტის ცნობით, ბიზნესმენის მკვლელობის მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, ზოგიერთი ამ ფაქტს მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირებს, ხოლო ზოგი მიზეზად შურისძიებას ასახელებს.ლევან სიგუას ძმა იყო ერთერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელი, […]
დოლიძეზე მოკლული მამაკაცის ძმა ცუდად გახდა – ახალი დეტალები
თბილისში, დოლიძის 29 ნომერში, სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ 42 წლის მამაკაცი მოკლეს, გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები მივიდნენ. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმა ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დოლიძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები, რომლებიც მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ასევე მიმდინარეობს მეზობლებისა და შესაძლო თვითმხილველების პირველადი გამოკითხვა. მედიასთან გარდაცვლილის ახლობლები […]
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 42 წლის მამაკაცი მოკლეს
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მამაკაცს ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.
”ჩვენ მარიხუანის ლეგალიზება არ მოგვიხდენია” – საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებას განმარტავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოხსნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასწორი შეფასება კეთდება, როდესაც საუბრობენ მარიხუანას „ლეგალიზაციაზე“. „გავრცელებულ ინფორმაციაში აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის „ლეგალიზაცია“. აღნიშნული შეფასება შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას. „საკონსტიტუციო […]
სისხლიანი სუფრა ნინოწმინდაში – 2 მამაკაცის მკვლელობისთვის სახლის მასპინძელი დააკავეს
გუშინ 10 აგვისტოს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში 2 მამაკაცი მოკლეს. შსს-ს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტზე ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ.მ.დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით […]
ჩატაევის საქმეზე ძებნილი რუსლან შავაძე ბათუმში დააკავეს
სამართალდამცავებმა ტერორიზმის ხელშეწყობისთვის ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე რუსლან შავაძეს 27 ივლისს დაუსწრებლად შეუფარდა ბრალი, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შავაძე ბათუმში დააკავეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან […]
სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ პროცესზე განაცხადა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყოფილი გენერლისა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა სწორედ გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული დანაშაული ჭანტურიამ შურისძიების მოტივით ჩაიდინა და ქუთათელაძე სამუშაო ოთახში […]
გია ფეიქრიშვილის მკვლელმა მოკლულის ცოლი გაიტაცა და დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო – მკვლელობის ახალი დეტალები
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი, გია ფეიქრიშვილი, დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შემდეგ მკვლელმა მოკლული მამაკაცის ცოლი გაიტაცა და გაიქცა, შემდეგ კი ქალი დიდუბის მეტროსთან ჩამოაგდო. ამის შესახებ დრონი.ჯი-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა. “ვარკეთილიდან რომ წაიყვანა, […]
41 წლის გიორგი ფეიქრიშვილი ცოლის მეგობარმა კაცმა მოკლა – ვარკეთილის მკვლელობის ახალი დეტალები
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცოლის მეგობარმა კაცმა ესროლა. მკვლელობა სადარბაზოში ლიფტთან მოხდა. თავდამსხმელმა იარაღით 48 წლის კაციც დაჭრა. დაზარალებული, სავარაუდოდ, სადარბაზოში სისხლიან გარჩევას შეესწრო. გულ-მკერდში დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროის მონაცემებით, მკვლელობის ფაქტს, დაჭრილი კაცის გარდა, სხვა თვითმხილველი […]










