კატეგორია: სამართალი

ჩხუბი წერეთლის გამზირზე – დაშავდა პოლიციელი

ხმაური და დაპირისპირება იყო წერეთლის გამზირზე – გვიან ღამით „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, პატრულის თანამშრომელი დაშავდა.საბოლოოდ სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი წერეთლის გამზირზე, გვიან ღამით პატრულირების დროს, „დინამო-არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, […]

რადიო „მოზაიკის“ დირექტორმა გვანცა დოლუაშვილმა შსს-ს სასამართლო მოუგო

გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა გვანცა დოლუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. შსს საპროტესტო წარწერის, „მკვლელი ქუჩაშია“, გამო გვანცა დოლუაშვილის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. რადიო „მოზაიკის“ ინფორმაციით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები გვანცა დოლუაშვილის სამართალდამრღვევად ცნობისთვის საკმარისი არ იყო. „გორის რაიონულმა სასამართლომ […]

თეა წულუკიანი კომისიაზე 4 წუთით მიიყვანეს

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის უნდა მოესმინათ. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მინისტრის დაბარება არამიზნობრივი იყო. “ქართული ოცნება” შეთანხმდა, რომ მინისტრისთვის საქმის ირგვლივ კითხვები არ დაესვა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ კი წულუკიანს მხოლოდ 2 კითხვით მიმართა. კახიძე დაინტერესდა, მინისტრი ისევ ფიქრობს თუ არა, რომ […]

გეორგ სარქისიანის მკვლელობაში ბრალდებულს წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი სახლში მალავდა – დაკავებულია 3 ადამიანი

პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს. საქმე ეხება 12 ივლისს თბილისში ელიას უბანში 20 წლის გეორგ სარქისიანის მკვლელობას. მაშინ ახალგაზრდა ბიჭს 15-მდე პირი თავს დაესხა და 22 ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ სარქისიანის მკვლელობაში ბრალდებულს წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი სახლში მალავდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლაში ეხმარებოდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის […]

მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური დიღომში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს- ამის შესახებ “ნიუპოსტს” ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. მისი თქმით, პატიმრის გადაყვანა გუშინ მოხდა რადაგან, მას ათი დღის განმავლობაში სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც დადგინდება შერაცხადია თუ არა ბრალდებული. მწყემს სამედიცინო ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე უტარდება. “კობაურის გადაყვანა მოხდა ბრალდების მხარის მოთხოვნით, იმის დასადგენად […]

მეუფე იაკობი: “თუ მამალაძის დამცველები არ გაჩერდებიან, თავად გაეხვევიან შარში”

„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც მას იცავენ თვითონაც გაეხვევიან შარში,“- ამის შესახებ “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა მეუფე იაკობმა და დაადასტურა, რომ სინოდი მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაზე იმსჯელებს. მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ სინამდვილეში ის არანაირი გავლენით საპატრიარქოში არ სარგებლობს. მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატყუარა ადამიანად […]

გაუპატიურება თუ ხუმრობა გორში – რატომ გამოიტანა გოგოს ოჯახმა საჩივარი

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 20 წლის ახალგაზრდამ 16 წლის მოზარდის გაუპატიურება სცადა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 137-ე მუხლის 3 ნაწილის ბ ქვე პუნქტით დაიწყო რაც გულისხმობს, გაუპატიურებას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული 10 დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოგვიანებით […]

ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში – დაჭრილია 4 ჯარისკაცი

კოჯრის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები დაჭრეს – ინფორმაციას “კურიერი” სამხედრო ნაწილიდან ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “კურიერს” წყარო უყვება, რომ დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდოდ, ჯარისკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბერბერაშვილი აკეთებს. პოლკოვნიკი აცხადებს, რომ სამხედროებს შორის ფიზიკური […]

ქსნის კოლონიაში პატიმარმა ბანაობისას თავი მოიკლა

ქსნის N15-ე დაწესებულების მსჯავრდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 1978 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.ც. მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში – „ჯეოჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. „მსჯავრდებული ა.ც. N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. როგრც პატიმრები ყვებიან, მან ბანაობისას თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური […]

ჯიქიას ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი მოკლეს

დღეს დილით 39 წლის მამაკაცი ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში  გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით, ან თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს. ჯიქიას ქუჩაზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის დეტალების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დრომდე არ საუბრობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის […]