რუსული საგამოძიებო ორგანოები იკვლევენ მიხეილ ხუბუტიას შვილის, ნიკოლოზის, სიკვდილის მიზეზებს. მიხეილ ხუბუტიას, რომელიც იარაღის კომპანია “კოლჩუგას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, რუსული მედია იარაღის ბარონს უწოდებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ განაცხადა, რომ ნიკოლოზ ხუბუტიას სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნიკოლოზ ხუბუტია მალაია ბრონნაიაზე ცხოვრობდა. მისი ბინა შიგნიდან იყო დაკეტილი, როცა დამხმარე ქალი მივიდა იქ. […]
კატეგორია: სამართალი
მიხეილ ხუბუტიას შვილი ნიკოლოზი მოსკოვში მოკლული იპოვეს – მას თავში ტყვია აქვს მოხვედრილი
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას შვილი 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტია მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი, სავარაუდოდ, ოჯახის დამხმარე ქალმა აღმოაჩინა. რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი, ცხედართან ახლოს იდო იარაღიც. ადგილობრივი მედია ხუბუტიას თვითმკვლელობის ვერსიაზე წერს. რუსეთის საგამოძიებო უწყებაში კი ამ დრომდე არ ამბობენ, რა მუხლით არის საქმე აღძრული. დამატებითი დეტალები, […]
ესპანეთში 2 ქართველი და 1 სომეხი კანონიერი ქურდი დააკავეს
ესპანეთის პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი „კანონიერი ქურდი“ დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ. სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, სადაც ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ. პოლიციის განცხადებით, დამნაშავეების დაკავება ივნისში ჩატარებული სპეცოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.
მუსა ხანგოშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
მუსა ხანგოშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაკავებულს დიაბეტის გამო შეექმნა. მანამდე კი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან, დაახლოებულ ხანგოშვილს იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას პოლიციელის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ, რაც ჯარიმას ან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ყვარლის იზოლატორთან იმყოფებოდნენ ხანგოშვილის […]
ფეისბუქში თაღლითობისთვის შსს-მ 4-კაციანი ჯგუფი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი – 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად […]
ურეკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 132 აბი „სუბოქსინი“, 21 აბი „ექსტაზი“, 3.2 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მორფინის მარილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. „ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას დ.ს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული […]
გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავეს
რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი 4 აგვისტოს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს. ის საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. პანკისის ხეობის სოფელ დუისში […]
სასაზღვრო პოლიციამ აზერბაიჯანის საზღვართან ჰეროინი და ამფეტამინი ამოიღო
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.მ. დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. “სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 […]
კახეთში შვილიშვილმა პაპა დაჭრა და ბებია ცემა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, მის მეუღლეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულში ბრალდებული მათი შვილიშვილია. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]
“გეორგ სარქისიანის მკვლელმა საქართველო დატოვა” – მოკლულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
თბილისში, ელიას დასახლებაში სასტიკად მოკლული გეორგ სარქისიანის ოჯახი მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ამ ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, თუმცა მოკლულის ოჯახი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მათი თქმით, სამივე მათგანი მკვლელობის თანამონაწილეობის ბრალდეთ უნდა გასამართლდნენ. გარდაცვლილის ახლობლები ითხოვენ, დროულად მოხდეს დამნაშავის დაკავება და საქმის გახსნა. მათი ინფორმაციით, პირმა, რომელიც გევორქ სარქისიანს სასტიკად გაუსწორდა, ქვეყნის ტერიტორია […]










