თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ყოფილმა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მას ჟურნალისტები სახლთან ელოდნენ. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოში და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მისი თქმით, ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 20 დღის წინ გამოკითხეს. ქუმსიშვილი აცხადებს, რომ კითხვების შემთხვევაში, ის მზადაა კვლავ მივიდეს პროკურატურაში. დღეს გახდა ცნობილი, რომ […]
კატეგორია: სამართალი
„ლადო გრიგალაშვილმა ნანგრევებისკენ, სადაც ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა მოხდა, შეშინებულმა გაიხედა” – ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმე ნიკა ქიტუაშვილი დაკითხეს
”პოლიციაში მითხრეს, ანა ნაცვლიშვილი შენი ძმაკაცის მოკლულიაო, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ იმდენი ფაქტი მომიყვანეს, ამის დაჯერება რთული აღარ იყო,” – ამის შესახებ თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულის მეგობარმა ნიკა ქიტუაშვილმა განაცხადა. ქიტუაშვილმა მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღწერა, თუ სად და როგორ ეძებდა ბრალდებულთან ერთად სახლიდან გაუჩინარებულ ნაცვლიშვილს. „2017 […]
პროკურატურაში ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. „ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი […]
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი სუს-ში დაიბარეს
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გვიშიანი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. “მას შემდეგ რაც რეპორტაჟი გავიდა, გამომძიებელი დამიკავშირდა და გამოკითხვაზე დამიბარა. მან მოითხოვა იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მე გამაჩნია,” – განაცხადა სუს-ში შესვლამდე გვიშიანმა. საქმე ეხება “უცნაურ ზარს”, საიდანაც ჟურნალისტს რუსული ნომრიდან დაურეკეს და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გეგმის შესახებ მოუყვნენ. ზარი გუშინ საღამოს რუსული სატელეფონო კოდიდან განხორციელდა. უცნობი […]
შსს-ს ინფორმაციით, მინდელის შახტში სავარაუდოდ, მეთანის აფეთქება მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. “მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო […]
შალვა თადუმაძე: „ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი“
ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ჩემი დიპლომით ვემსახურებოდი, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა შალვა თადუმაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თადუმაძის განათლების საკითხით დაინტერესდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თადუმაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და არ არსებობდა არც ერთი დღე, […]
ქუთაისში ავარიას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა
ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, პოლიციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ, რა დროსაც მოხდა შეჯახება. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით, საღორიას დასახლებაში მოხდა.
ბესიკ ამირანაშვილი: “გამძოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება“
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილმა ტყიბულის შახტში გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი თქმით გამოძიების ფარგლებში ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაიხურება.”პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, „112“ში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის […]
„სვეტის“ გენერალური დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს
არსებული ინფორმაციით, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს. როგორც წყარო “ნიუპოსტთან” ამბობს, გივი ჯიბლაძეს დღეს დილით ბრალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ნინო დარბაიძემ წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ ფინანსურ პოლიციაში გამოძიება დაახლოებით ორი კვირის წინ, 182-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს. გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მენაშენეების მიერ სამშენებლო კომპანია […]
მალხაზ კობაური სმიტების ამოხოცვის შემდეგ მწყემსებთან დაბრუნდა, ივახშმა და დაიძინა – სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები
გზა ხადას ხეობაში, რომელიც სმიტების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაფერი უწყინარი მოგზაურობით დაიწყო, რომელიც ამერიკულმა ოჯახმა სიცხისგან თავის დასაღწევად დაგეგმა. მათ ხადას ხეობის ჩანჩქერებზე გადაწყვიტეს ასვლა, ავიდნენ, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულან – მამა და შვილი თოფიდან გასროლით მოკლეს. მკვლელმა, სავარაუდოდ, ლორა სმიტზე სექსუალურად იძალადა, რომელიც საბოლოოდ გაქცევის მცდელობის დროს ხევში გადავარდა დაიღუპა. საქმეში ერთადერთი ბრალდებული მწყემსია. მალხაზ კობაურმა წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ 2018 წლის […]










