კატეგორია: სამართალი

ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან, მდინარეში ცხედარი იპოვეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან, მდინარე ლიახვთან ახლოს კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,იმედინიუსი” ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია კაცის გარდაცვალების მიზეზები და აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ რესტორანში მოქალაქე ცემა

ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს პოლიცია ძალადობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში ორი სუფრის წევრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჭიათურის მოქმედი მერი პაატა ნადირაძე მონაწილეობდა. შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმხობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 2-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. […]

შეიარაღებული თავდასხმა სატვირთო მანქანაზე – შსს-მ 2 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა. ჯ. და 1981 წელს დაბადებული პ. ჯ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ პისტოლეტით და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები ხობის რაიონის სოფელ […]

“7 თვის წინ ისე სცემეს, მთელი ყბა რკინებში ჰქონდა…” – სადისტურად მოკლული 20 წლის ბიჭის ოჯახი მომხდარს შურისძიებას უკავშირებს

ამ დრომდე უცნობია თბილისში 2 დღის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობის მოტივი. შს სამინისტრო არაფერს ამბობს, არიან თუ არა დაკავებულები განზრახ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობაში ბრალდებულები. რაც მედიამ გაარკვია, ელიას უბანში მოკლული 20 წლის გეორგ სარქისიანია. ახალგაზრდა ბიჭს 15-მა პირმა 22 ჭრილობა მიაყენა. ოჯახის წევრების თქმით, გეორგი ნაწამებია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი რამდენიმე თვის წინ მომხდარ […]

გახარია – ”კოკა კობალაძესთან გლდანის პოლიციის 2 წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებმაც ეს ფაქტი დამალეს. ჩვენ მათ დავსჯით”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში უმკაცრესად დაისჯება. გიორგი გახარიამ კოკა კობალაძის ცემის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენინსპექციის ძიების შედეგად, დადასტურდა, რომ კობალაძესთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომელმაც ეს ინფორმაცია დამალა. „ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები […]

ხულოში ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 13 ივლისს, გვიან ღამით, ხულოში, სოფელ ირემაძეების ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს. შსს ინფორმაციით, ქალის ცხედარი მოქალაქემ აღმოაჩინა. გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. აღენიშნება თუ არა გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ ეცოდინებათ: „ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა“. ბათუმელები

რუსეთის სპეცსამსახურების კვალი სმიტების მკვლელობაში – „ ჩემ შვილს საოკუპაციო რეჟიმის საშვი ჰქონდა“

სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა, მარიამ მარტიაშვილი „ნიუპოსტთან“ ადასტურებს, რომ 19 წლის ახალგაზრდას საოკუპაციო ღჟიმის მიერ გამოწერილი ე.წ. საშვი ჰქონდა და ოკუპირებულ რეგიონში ხშირად გადადიოდა.„ჩვეულებრივ გადადიოდა ჩემ შვილს საოკუპაციო რეჟიმის საშვი ჰქონდა, თუმცა შარშან, ნოემბრის შემდეგ ის იქ არ ყოფილა. მე ვამბობ, რომ ამ საზარელი მკვლელობის უკან ვიღაცეები დგაგან და ეს უნდა გამოიძიონ ქართველმა […]

ლორა სმიტი გაუპატიურებულია – რას ამბობს ექსპერტიზა

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროდან კურიერს სანდო წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა უკვე მომზადებულია, სადაც აღნიშნულია, რომ მსხვერპლს სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნება. ჯერჯერობით დოკუმენტი გამოძიების საქმეში არ დევს, რადგან ის ცოტა ხნის წინ მომზადდა. კურიერს შსს-დან დაუდაუსტურეს ინფორმაცია, რომ გამოძიება სექსუალური მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მუშაობს.

მალხაზ კობაურის ჩვენებიდან – “მოვიმარჯვე თოფი, გამოვკარი და ვესროლე… რაიანი გასაქცევად უკვე გამზადებული იყო” – ექსპერტიზამ შეიძლება დაადასტუროს ლორა სმიტზე სექსუალური ძალადობის ფაქტი

ცნობილი ხდება ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაურის ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა. ბრალდებული ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოკლა რაიან და ლორა სმითები და მათი 4 წლის შვილი. „მოგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვიდან ვიმყოფები დუშეთის რაიონის ხეობა „ხადა“-ში მდებარე სოფელი წკერეს სეზონურ საძოვრებზე, სადაც ჩემთან ერთად ორი მწყემსი სახელად ….. ……… და […]

ელიას უბანში გეორგ სარქისიანი 15-მა კაცმა მოკლა – მას 22 ჭრილობა აქვს

თბილისში ელიას უბანში 20 წლის გეორგ სარქისიანი მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახის წევრების თქმით, 22 წლის ბიჭს დაახლოებით 15-მდე პირი ჩაუსაფრდა და წამებით მოკლეს. მათივე თქმით, გეორგი ნაწამებია, მას 22-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი რამდენიმე თვის წინ […]