კატეგორია: სამართალი

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს – მას ოპერაცია უტარდება

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს, მას ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, მოზარდს შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა და უკვე რამდენიმე საათია, ოპერაცია უტარდება. „მდგომარეობა იყო მძიმე, იყო მახვილი საგნით მიყენებული ჭრილობა, მუცლის წინა კედელზე, შინაგანი სისხლდენით, პაციენტს აღმოეჩინა გადაუდებელი დახმარება, 15 საათზე გადაყვანილი იქნა საოპერაციოში და ოპერაცია ამჯერადაც გრძელდება“, – აცხადებენ საავადმყოფოში. მოზარდის ბებიის განცხადებით, […]

”მალხაზ კობაური სმიტების მკვლელობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, ბრალს კი არ აღიარებს” – რას ამბობს ადვოკატი

ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატი ახალ განცხადებას აკეთებს. მალხაზ კობაურის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სმიტების ოჯახის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობა არ უღიარებია და მისთვის გაუგებარია, რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ინფორმაცია. ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტულ […]

ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო, შსს-ს სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დისციპლინური სამართალდარღვევის გამო, შსს-ს 10 თანამშრომელს დაეკისრა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, შსს აქტიურად ებრძვის ოჯახში ძალადობას, არა მხოლოდ სამინისტროს გარეთ, არამედ სისტემის შიგნითაც. „2018 […]

ბავშვი დამარხა და ქალის გვამს ვერ მიეკარა? – სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა

მალხაზ კობაურის დედა ამბობს, რომ მის შვილს ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის. „ერთი ეს ვიცი, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და ვიღაც უდგია უკან. ვიცი რაც არის ჩემი შვილი და ვიცი, რომ მე მკვლელი შვილი არ მყავს გაზრდილი. უწლოვანიბავშვი აიყვანა და ის დამარხა, რატომ ითხოვა დახმარება, რომ დედის გვამს ვერ მიეკარა? თუ მაგის გაკეთებულია, მიიყვანდა […]

გლდანში მოზარდებმა ბეკოს მაღაზია გაქურდეს – წაღებულია 30 მობილური

გლდანში ბეკოს მაღაზია გაქურდეს. წაღებულია 30 მდე მობილური ტელეფონი. მათი ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს. სამართალდამცავებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს.სავარაუდოდ ქურდები არასრულწლოვნები იყვნენ. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. ბეკოს გლდანის ფილიალი ამ თვეში უკვე მეორედ გაქურდეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო […]

ქალი ბავშვებს დანით გამოეკიდა – რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, XI მიკრო-რაიონში უცნობი ქალი არასრულწლოვან ბავშვებს ცივი იარაღით, გამოეკიდა. არსებული ინფორმაციით ქალსა და ბავშვებს შორის მანამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის დროს პირმა, რომელიც ფაქტს შეესწრო პოლიციაში დარეკა. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები დროულად მივიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სსკ 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე […]

ბათუმში მამაკაცი და მისი შვილი დაჭრეს

მამაკაცი დაჭრეს ბათუმში – 28 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაული მეზობელმა ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მეზობელმა დაშავებულის მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. დაზიანება აქვს მიყენებული დაჭრილი მამაკაცის შვილსაც. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად […]

მალხაზ კობაურის მამამ დედა დაჭრა და საპატიმროში რამდენიმე წელიწადი გაატარა… თვითონ სკოლაში საერთოდ არ უვლია

ამერიკული ოჯახის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურის შესახებ „კვირამ“ დამატებითი დეტალები გაარკვია. კობაურები ახალგორის რაიონიდან დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მცხეთის რაიონში, სოფელ წილკნის დასახლებაში, საძეგურის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. კობაურებს 6 შვილი ჰყავთ და სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ. ლორა, რაიან სმიტების და მათი 4 წლის შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ […]

იორამ კობაური – „კუნძზე თავს დავდებ და დავიფიცებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის”

19 წლის მალხაზ კობაური, რომელსაც გამოძიება აშშ-ის მოქალაქეებისა და მათი შვილის მკვლელობას ედავება, წილკნის დევნილთა დასახლების მკვიდრია. ბრალდებული ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა. კობაური ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციაში არიან მისი მშობლები და ადვოკატიც, რომელიც საქმის მასალებს ეცნობა. „კუნძზე თავს დავდებ და დავიფიცებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის. ჯერ ჩემ შვილს ვეძებდი, […]

აშშ-ს მოქალაქეების სასტიკი მკვლელობა – დაკავებულ მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა: “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის […]