შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს […]
კატეგორია: სამართალი
“პროკურატურას სურდა, დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს” – 19 წლის მწყემსის ადვოკატი
ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის მურმან ნიკოლეიშვილის თქმით, პროკურატურას სურდა, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. „მეჩვენება, რომ ეს საქმე არის ნაჩქარევად გახსნილი, რადგან არიან ამერიკის მოქალაქეები და რეზონანსული საქმეა. საქმის მასალები გადმოგვეცა დარღვევით, პროცესამდე ერთი საათით ადრე. ასევე საგამოძიებო მოქმედებები მალხაზ კობაურს ჩაუტარდა ნაჩქარევად, თუნდაც ნიმუშების […]
სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებულ მწყემსს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ამერიკის მოქლაქეების მკვლელობა ხადას ხეობაში – ბრალდებულ მწყემსს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ბრალდება სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით წარსდგა სასამართლოს წინაშე, თუმცა დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. სასამართლო პროცესზე დაკავებულმა მწყემსმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეები უცხოელმა მამაკაცებმა მოკლეს და მას დედმამიშვილების მკვლელობით დაემუქრნენ.
რომელი ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები
ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა სასამართლო პროცესზე მორიგი სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანა.ბრალდებულმა თქვა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ასლანბეგ სოლტ ახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას და დაყაჩაღებას გეგმავდნენ. ამ საქმის ერთ-ერთ ინიციატორად კი ბრალდებულმა შავლახ ქავთარაშვილი დაასახელა, რომელსაც მარგოშვილის მტკიცებით, ახმედ ჩატაევის ვალი ჰქონდა. ცნობისთვის, შავლახ ქავთარაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე […]
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა“ – დაკავებული მწყემსის პირველი კომენტარი
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდებულმა სასამართლოს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია: „ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა ბრალდებულმა.
ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა ააფეთქეს
აფეთქება მოხდა წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან, ე.წ “ფანტანის” ბინებთან. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა, აღნიშნულ კორპუსთან მდგომი “დელიკას” მარკის მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს. ადგილზე ამ წუთებში მუშაობს პოლიცია და კრიმინალისტები. აღნიშნული მიკროავტობუსი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნის. მიკროავტობუსის მფლობელები აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.
ზვიად კუპრავა ყავით მოწამლეს – “ეს სუსის თანამშრომელმა გააკეთა”
“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ აქციების დროს უსაფრთხოების თანამშრომელმა მას სასმელში საწამლავი ჩაუყარა. კუპრავას აღნიშნულ საქმეზე დღეს გამოკითხავენ. „აქციაზე მოხდა ჩემი მოწამვლა. მომწამლეს ყავით. მე ამ დრომდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვაგროვებდი მტკიცებულებებს. არის კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც შეუძლია პროკურატურას გავიდეს რეალურად დამკვეთზე და დამკვეთზე ზევით. საქმეში ფიგურირებს კონკრეტული პირი, რომლის სახელი და გვარი […]
“ლორა სმიტის ცხედარი ჩანჩქერიდან წამოიმართასავით, კობაურს ძალიან შეეშინდა და მაშინ გაჩნდა მასზე ეჭვი” – რას ყვება გელა მთივლიშვილი
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას აღიარებითი ჩვენების მისაღებად Reg info-სრედაქტორი გამორიცხავს. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მწყემსმა ჩადენილი დანაშაული პოლიციასთან აღიარა, ამ პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივებიც. „მან დანაშაულის ჩადენის შესახებ მოყვა თვითონ ხადას ხეობაში და მის აღიარებით ჩვენებას, როდესაც ის უყვებოდა პოლიციელებს, რა როგორ მოხდა, ისმენდნენ ადგილობრივებიც,“ – განაცხადა გელა მთივლიშვილმა და აღნიშნა, რომ ნამდვილად […]
“ქალები ყვიროდნენ… დანა დაარტყა უკანა კარებში, მერე ჩამოიყვანეს და სკამზე დააწვინეს” – რას ყვება 140 ნომერი ავტობუსის მძღოლი
„მეთორმეტე კლასელია, დანა დაარტყეს უკანა კარში,“ – ეს განცხადება 140 ნომერი ავტობუსის მძღოლმა გააკეთა, სადაც 17 წლის მოზარდი დაჭრეს. “ქალები ყვიროდნენ… დანა დაარტყა უკანა კარებში, მერე ჩამოიყვანეს და სკამზე დააწვინეს”, – თქვა მან. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში მძიმეა. ავტობუსის მძღოლი შემთხვევას იხსენებს და აცხადებს, რომ მომხდარის […]
140 ნომერ ავტობუსში დაჭრილ 17 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა – ”დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა, დაკარგა 2 ლიტრი სისხლი”
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჭრილი 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის განცხადებით, პაციენტს ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მუცლის ღრუში. „ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა, კუჭის გამჭოლი ჭრილობა იყო, ასევე, იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა და იყო ქვემო ღრუ ვენის დაზიანება. შესაბამისად, გაიკერა კუჭი, პანკრეასი, ქვემო […]









