კატეგორია: სამართალი

საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დუშეთში დაღუპული იპოვეს, შსს დაკარგულ ბავშვს ეძებს

მიმდინარე წლის 6 ივლისს “112”-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ. […]

თინათინ ყენია – „დათოს ვუყვიროდი, ხომ მხედავ მეთქი, დედი, თვალები არ დახუჭო, ისუნთქე მეთქი… ლევანს ტანი სადარბაზოში ჰქონდა, ფეხები გარეთ, ვიღაცას ეჭირა“

თბილისის #51 საჯარო სკოლის დირექტორის და მისი მოადგილის დაკითხვა დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომის ღია ნაწილში კომისიის წევრებმა დირექტორს სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰკითხეს. მათი კითხვები ასევე, შეეხებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს. თბილისის #51 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, თინათინ ყენია აცხადებს, რომ საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დირექციას არ ჰქონია. ყენიამ კომისიის წევრის კითხვის […]

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, “ლიბერთი” ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

“ლიბერთი” ბანკის ფილიალზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. რამდენიმე წუთის წინ ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ფილიალი დააყაჩაღეს. ჟღენტის ქუჩაზე ყაჩაღობა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ლიბერთი ბანკიდან თანხის წაღება სცადეს.  ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ იმის დასადგენად, თუ  რა რაოდენობის თანხაა წაღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, ბანკის თანამშრომლები და თვითმხილველები. ადგილზე მობილიზებული […]

მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქეს 200 დოლარი და 800 ლარი წაართვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთაწმინდის პარკთან მომხდარი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში 2 პირი: 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის მოქალაქეს, 1948 წელს დაბადებულ ჯ. […]

მინდია გოგოჭურს მანქანაში ესროლეს, ვინ არის თორნიკე კაჭარავა – პრეზიდენტის სიძეზე თავდასხმის ახალი დეტალები

პრეზიდენტის სიძე ტყვიის სამიზნე გვიან ღამით კიდევ ერთხელ გახდა. მინდია გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლეს. თავდასხმის მოტივი უცნობია. სამართალდამცველმა დანაშაულის ადგილი ამ დრომდე ვერ დაადგინეს. დაჭრილი გოგოჭურის ოჯახს მომხდარზე საუბარი არ სურს. დაზარალებულმა გამოკითხვის დროს სამართალდამცველებს უთხრა, რომ მას ღამით მთაწმინდაზე, ლერმონტოვის ქუჩაზე ესროლეს. გოგოჭურის მტკიცებით, თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლთა მოხდა, თუმცა არც მინდია გოგოჭურის […]

“მძღოლი მთვრალი იყო” – დ.თ. რომელმაც თბილისში 3 ადამიანი იმსხვერპლა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროდან “ნიუპოსტს” აცნობეს, რომ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დ.თ. გამოავლინეს და დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად, დ.თ. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში, სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში […]

მინდია გოგოჭურის დედა – ”შვილის დაჭრის დეტალები არ ვიცი”

მინდია გოგოჭურის დედის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება დაეჭრა მისი შვილი. როგორც მარინა გოგოჭურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის საავადმყოფოში მისვლას დღეს აპირებს. “საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვგეგმავ მისვლას. დეტალები არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა,” – აღნიშნა მინდია გოგოჭურის დედამ. პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, […]

გორში 17 წლის ბიჭი მოკლეს

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის მოკლულია. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. შინაგან სამეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნიუპოსტი

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ისევ დაჭრეს – მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს

საქართველოს პრეზიდენტის სიძე, რომელიც ამ დროსითვის დაუდგენელმა პირებმა გვიან ღამით დაჭრეს პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს. მინდია გოგოჭური ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობა სტაბილურია, მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს. ექიმის განცხადებით, გოგოჭურის გამოკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. „ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება ორივე ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი და […]

სკანდალი რუსთავში – დედა, მისი ვაჟი და რძალი ნარკოტიკებით მოიწამლნენ – ვიდეო

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტი “ინფო რუსთავს” თავად იმ ქალმა დაუდასტურა, რომელმაც შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო. არსებული ინფორმაციით აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა […]