პროკურორ მაია სილაგაძის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამლავი ნივშიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა. “თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 2 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ გაასხურა ერთ-ერთ ოფისში მომწამვლელი ნივთიერება გაზი. მისი მიზანი იყო, დაზიანება მიეყენებინა ერთ-ერთი ნაცნობისთვის. ქალი როდესაც ოფისში შევიდა, აღმოაჩინა, რომ გარკვეული სითხე იყო დაღვრილი, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს. […]
კატეგორია: სამართალი
გაგი მოსიაშვილი – ”ის პოლიციელი ლაშა ვაშაკიძის დაკავების ადგილზე საერთოდ არ ყოფილა”
”სამართალდამცველი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებაში იურიდიულად ფიგურირებს, სინამდვილეში დაკავების ადგილზე საერთოდ არ ყოფილა”. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულ ლაშა ვაშაკიძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარემ წინა სხდომაზე ვიდეო კადრების სახით ახალი მტკიცებულება წარადგინა, სადაც ნათლად ჩანს მოქალაქე ლაშა ვაშაკიძის დაკავების მომენტი. ადვოკატის თქმით, სახეზეა სამართალდამცველების გადაცდომა, შესაბამისად, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, […]
სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება – დაკავებულია 7 “კანონიერი ქურდი”
ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები დააკავეს. “ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია – სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი. სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით […]
მაია მწარიაშვილი:”სად ერეკლე და სად, ზოგჯერ ასეა ხოლმე ეს ამბები”
– როდესაც სერიოზულად გინდა ისაუბრო პროკურატურა რა არის და მეორე მხარეს შეიძლება გაგეჯგიმოს ვიღაცა, მე წუხელ ვიფიქრე და ასეთი წარმომიდგენია პროკურატურაო, იქ ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ იცის რა არის პროკურატურა, რა სარგებლობა მოაქვს მას – აცხადებს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი მთავარი პროკურორის და ზოგადად პროკურატურის შესახებ საუბრისას: “ის ადამიანი, რომელიც არ ყოფილა საჯარო […]
“დაინტერესდით ზვიად კუპრავას საქმიანობით” – სოფო კილაძე სამართალდამცველებს მიმართავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს დაინტერესდნენ ზვიად კუპრავას საქმიანობით. “კუპრავამ დამადანაშაულა იმაში, რომ მე ვარ სუს-თან შეკრული, რომ მე მაქვს რაღაც ინფორმაცია სუსი-სგან. დღეს მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებს პროკურატურაში მივიდეს და მოითხოვოს გამოძიება, თუ საიდან მაქვს მე ინფიორმაცია იმის შესახებ, რომ ის იყო საზღვარგარეთ და გია უდესიანი შვილმა […]
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთიდან საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება
საბერძნეთში დაკავებულ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს, ლაშა შუშანაშვილს საფრანგეთში დეპორტაცია ემუქრება. შესაბამისი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ლაშა შუშანაშვილს და მის ძმას, კახას საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში სდებენ ბრალს. ლაშა შუშანაშვილი სალონიკში აპრილში დააკავეს. მასთან ერთად პოლიციამ კიდევ 14 ადამიანი აიყვანა. ამავე დაჯგუფების 17 წევრი დააპატიმრეს საფრანგეთშიც. ექსკლუზივნიუსი
21 წლის ილია უგრეხელიძე 10-მა კაცმა გადატეხილი ბოთლებით და ბეისბოლის ჯოხებით სასტიკად სცემა – რა მოხდა ნაფეტვრების საცურაო აუზზე
თავდასხმა დანებით, გადატეხილი ბოთლებით და ბეისბოლის ჯოხებით – ათამდე შეიარაღებული პირი 21 წლის სტუდენტს ფიზიკურად ნაფეტვრების საცურაო აუზზე გაუსწორდა. ილია უგრეხელიზე უკვე რამდენიმე დღეა უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ოჯახის ინფორმაციით, სისხლიან დაპირისპირებას წინ ილია უგრეხელიძესა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის საბურთალოზე მომხდარი გარჩევა უძღოდა. ჩხუბის კონკრეტულ დეტალებზე ოჯახი არ საუბრობს თუმცა აცხადებს, რომ სავარაუდო დამნაშავეებს თავდასხმის მცდელობა ილია უგრეხელიძის მიმართ რამდენიმე დღის წინაც ჰქონდათ. […]
სუსი – ”თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება რუსეთის მოქალაქემ დააქცია”
თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაქცევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “ნიუპოსტს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევისთვის, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის […]
თბილისის აეროპორტში მხუთავი ნივთიერება შეაგდეს – სავარაუდოდ, არიან მოწამლულები
თბილისის საერთშორისო აეროპორტში რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა – უცნობმა პირმა აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში მხუთავი აირის სპეც-აღჭურვილობა შეაგდო. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ მომხდარს კვალიფიკაციას ვერ მისცემენ. “მომხდარს კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოთ”, – აცხადებენ პრესსამსახურში. პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ […]
სისხლიანი გარჩევა ძეგვში – დაჭრილია 2 ახალგაზრდა, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, 30-35-წლამდე ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გუშინ მომხდარი დანაშაულის მოტივი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმალვა მოახერხეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების ღონისძიოებები აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ […]









