კატეგორია: სამართალი

ძიძა ტყუპებს სისტემატურად ცემდა – ვიდეო

მცირეწლოვან ტყუპ და-ძმაზე მოძალადე ძიძა შს სამინისტრომ დააკავა.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ […]

კლუბ “ბასიანში” შსს შევიდა

„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ბასიანის ოფისში შ.ს.ს შემოვიდა, ჩხრიკავენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია.როგორც ჩანა შოუ არ დამთავრებულა“ – წერს გელბახიანი.

მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 50 წლამდე მამაკაცი მდინარესთან ადგილობრივმა ნახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ადგილობრივებმა დახმარებისთვის 112 ში დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

,,პირველის” ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში 35-წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როგორც ,,პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების […]

ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო – მას 40 წლამდე ციხე ემუქრება

აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის დეტალებზე რამდენიმე დღის წინ სტატია New York Post-მა გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებას ემუშავა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით. „ერთ-ერთ […]

პარლამენტთან პარკირებისას ავტომობილი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლმა პარკირებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა. მომხდარის შედეგად მძღოლს, სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, შეინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წულუკიანი: „კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა… ძიება თავიდან არ დაწყებულა“

თეა წულუკიანი, პტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ კომენტარი გააკეთა. წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა აღნიშნა, რომ შსს-მ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყო: „ძიება თავიდან არ დაწყებულა, მე ამას პირველად ვამბობ ღია ეთერში, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, აქციიდან დაბრუნების შემდეგ, მან დაუშვა […]

შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – ”გაცოფებული სპილოსი არ მეშინია!”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს: „შსს გამოძიება დაუწყია, ჩემს მიერ სუსის პროვოკატორ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე და მევე მთხოვს ვიდეო ჩანაწერებს. მე კი მოგცემთ ჩანაწერებს, მარა მოქალაქეს თუ ვცემდი და დანაშაულს ჩავდიოდი, იქვე 200 პოლიციელი რომ იდგა და 20 პატრულის ეკიპაჟი თავის […]

ბახალა სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მსახიობს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ადვოკატი იმედოვნებდა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააბათილებდა. გიორგანაშვილს სახელმწიფო ბრალდება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება. რუსთავი 2

ოჩამჩირეში ძმამ და ციხიდან გამოიყვანა და მოკლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში ძმამ და მოკლა. მოკლული ქალი 4 შვილის დედაა, უმცროსი ჯერ კიდევ ჩვილია. მკვლელობა 9 ივნისს მოხდა, თუმცა ე.წ სამართალდამცავი უწყებების ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა და მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელდა. Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, მოკლული ქალს 8 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი თავისი ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვის გამო. განაჩენის გამოტანისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ […]