კატეგორია: სამართალი

“თავში ჩარტყმული აქვს, სულ სისხლიანი იყო” – წნორში მეუღლესთან ერთად სათევზაოდ წასული ვაჟა სომხიშვილი მოკლული იპოვეს

ოჯახის ინფორმაციით, წნორში 44 წლის მამაკაცი მოკლეს. ვაჟა სომხიშვილი მეუღლესთან ერთად მდინარე ალაზანზე სათევზაოდ იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, ცხედარს თავის არეში სავარაუდოდ ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული. “თავში ჩარტყმული აქვს, სავარაუდოდ რკინაა. სულ სისხლიანი იყო. არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. პოლიციამ დამკითხა და იმედი მაქვს, მკვლელს დაიჭერენ”, – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ ტატიანა მელნიკოვამ. გარდაცვლილის […]

“თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძესთან ნათია თოფურიასთან ერთად მივიდა და ამფეტამინისთვის წინასწარ გადახდილი ფულის დაბრუნება მოითხოვა”

პოლიციამ ქუჩის ბიჭების დაჭრის ფაქტზე დღეს დაკავებული ორი ქალი წერეთლის განყოფილებაში მიიყვანა. ამ წუთებში ისინი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობენ. როგორც ირკვევა, პოლიციამ ისინი მოსკოვის გამზირზე მდებარე ბინაში დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, თამთა ჯანჯღავა წერეთელზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ის გუშინ, მეგობარ გოგოსთან ერთად ირაკლი ნოზაძესთან მივიდა და ნარკოტიკული ნივთიერების, ამფეტამინისთვის წინასწარ გადახდილი ფულის დაბრუნება მოითხოვა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, საქმის […]

ირაკლი ნოზაძის დაჭრისთვის 29 წლის თამთა ჯანჯღავა და მისი 24 წლის მეგობარი დააკავეს

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის თამთა ჯანჯღავა და მისი 24 წლის მეგობარი თბილისში დააკავეს. განზარახ მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარს კი 2-დან 4 წლამდე თავისულების აღკვეათა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული […]

სუფრასთან დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა.”შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 ივნისს, […]

პიკასო სავარაუდოდ ქალმა დაჭრა

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო დაჭრეს. შემთხვევა წერეთლის გამზირზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ირაკლი ნოზაძეს ამ წუთებში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით ნოზაძეს მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ქალმა მიაყენა. „რაც თქვენ იცით ის ვიცი მეც, შევდივარ ამის გასარკვევად, დამირეკეს, რომ გოგონასგან თუ ქალისგან არის ეს ფაქტი მომხდარი“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას […]

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. იგი ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ივნისიდან 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღებას აცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან აცხადებს განცხადებების მიღებას 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. ასევე, დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი – Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო […]

შრი-ლანკის 8 მოქალაქე საქართველოდან თურქეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N3 სასაზღვრო სექტორის (გორგაძეთი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის 8 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი […]

16 წლის მოზარდი ფილარმონიასთან დაჭრეს

16 წლის მოზარდი ფილარმონიასთან დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში გუშინ ღამით მიიყვანეს და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას დაზიანებები მხრის და ფეხის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. დაპირისპირება მოზარდებს შორის გუშინ, საღამოს, თბილისის ცენტრში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი შუშის ნატეხებით დაჭრეს. ახალგაზრდები ლეო ქიაჩელის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდნენ და იქიდან გამოსვლის […]

რუსთავში 7 წლის გოგონა დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 წლის ბავშვი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი ეზოში საბავშვო ატრაქციონზე თამაშობდა, როდესაც მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ჭრილობა 7 წლის გოგონას მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ტყვია, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან აქვს ნასროლი. მცირეწლოვანი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “დაჭრილის მდგოამრეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება. ჭრილობა […]