კატეგორია: სამართალი

შსს – “დომენიკ მანგოზე გადაღებული ვიდეო დადგმულია”

ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელიც კუკური ბარამიძეზე, იგივე დომენიკ მანგოზე გავრცელდა, დადგმულია და ძალადობას ადგილი არავის მიმართ ჰქონია. ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს. “გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი”, – განაცხადეს შსს-ში. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანდა თუ როგორ იხდიდა ბოდშს დომენიკ მანგო პატრიარქის შეურაცხოფისთვის, კადრებში […]

შალვა შავგულიძე – “მთავარი პროკურორობა ჩემი ცხოვრების დღის წესრიგში არ დგას”

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამთავრობო ცვლილებებზე და მთავარი პროკურორის კანდიდატობის შეთავაზებაზე საუბრობს. – ბატონო შალვა, თქვენ როგორ აფასებთ სამთავრობო ცვლილებებს, რას მოიტანს ეს პროცესი? ცვლილებები უნდა შეეხოს მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს თუ ძალოვანებსაც? – ნათელია, რომ ამ ცვლილებებს ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი ახლორციელებს, ამიტომ, ამ ცვლილებებიდან სასიკეთოს არაფერს ველოდები. რასაკვირველია, ცვლილებები მხოლოდ კაბინეტის […]

მამია ბითაძის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული კ.ტ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა სურამში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო […]

ტარიელ აროშიძე 5.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე თავდასხმისთვის 5.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს, თუმცა რა ნაწილში, ამას ტარიელ აროშიძე არ აკონკრეტებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ მომხდარი სულიერ აღელვებას უკავშირდება. „ცნობს თავს დამნაშავედ. […]

რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო – სკოლა მიმი ჩინეკეს 1.000 ლარს გადაუხდის

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო. საქმე ეხებოდა მის შვილთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის ფაქტს. იურიდიულ დახმარებას მათ „საფარი“ უწევდა. „2016 წლის 8 თებერვალს, “საფარის” ბენეფიციარმა მიმი ჩინეკემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხებოდა რასობრივი კუთვნილების გამო შევიწროებას. მიმი ჩინეკე იყო 130-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. იგი თანაკლასელებისა და სკოლის სხვა მოსწავლეების მხრიდან […]

ინკასატორის ინსცენირებული დაყაჩაღება და დანაშაულში ჩართული ნათესავები – შსს-მ ზაჰესში მომხდარი დანაშაული გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა […]

ლაითურში ისრაელის მოქალაქე ასკაროვი სასტიკად ცემეს

ლაითურში მცხოვრებ, ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენ იგორ ასკაროვს რამდენიმე წუთის წინ, რამდენიმე შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ბიზნესმენი სასტიკადაა ნაცემი, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ასკაროვს ყაჩაღობის მიზნით დაესხნენ თავს. გაკოჭილი იყვნენ ოჯახის წევრები ეს არ არის ბიზნესმენზე თავდასხმ,ის და მისი შევიწროების პირველი ფაქტი, ის უკვე წლებია საუბრობს იმაზე, […]

ნაციონალი ქათამაძის ცემისთვის “ოცნების” დეპუტატ აროშიძეს ბრალი წარედგინა

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, […]

გლდანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გლდანში, მე-4 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ეზოში იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზაზა სარალიძე: მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეფასებით, მთავრობის დათხოვნა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შეფასებისას განუცხადა, როგორც კი დაინიშნება ახალი პრემიერ-მინისტრი, ის მოითხოვს მასთან შეხვედრას, რათა გაარკვიოს იქნება თუ არა პირად კონტროლზე აყვანილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება. “მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის […]