ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლ ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ინფორმაცია “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა დაუდასტურეს. მათი მონაყოლის თანახმად, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავი ავტომობილები გამოჩნდნენ, რომლებსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ფოტო ჰქონდათ გაკრული. აღნიშნულმა ფაქტმა გაღიზიანება გამოიწვია, სალაფიტურმა ჯამაათმა ფოტოს მოხსნა მოსთხოვა აღნიშნულ პირებს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
კატეგორია: სამართალი
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა განაცხადა, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი თანასოფლელმა მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცხედარს ამ […]
პაპუნა უგრეხელიძემ უჩივლა ეკა მესხიძეს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა
საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა, პაპუნა უგრეხელიძემ ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სასამართლოში უჩივლა. უგრეხელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ. უგრეხელიძემ სოციალურ ქსელში დოკუმენტების ასლების ფოტოებიც გამოაქვეყნა. „არსებობს უსამართლო ბრალდებები რომლებსაც ვპასუხობ დუმილით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოვლად უსინდისო, ცრუ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომლებმაც ჩემს ღირსებასთან ერთად შელახეს, ჩემი საქმიანი […]
მარნეულის მერს თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
მარნეულის მერს, თეიმურაზ აბაზოვს, აღკეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. ამით მან ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აბაზოვი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, იგი კანონმორჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს. „კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. კიგბოქსინგში […]
ბათუმში 4 წლის გოგონა უზბეკმა ქალმა მოკლა – საზარელი ამბის ახალი დეტალები
ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი და 4 წლის გოგონას დედა უცხოეთის მოქალაქეები არიან, ისინი საქართველოში თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედა თურქეთში იმყოფებოდა, როდესაც შვილი მოუკლეს. ამასთან, სახლის მეპატრონე, რომელსაც უზბეკეთის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ჰქონდა მიქირავებული, ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისგან შეიტყო. […]
ბათუმში 4 წლის გოგონა ცემით მოკლეს
ბათუმში 4 წლის გოგონა ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა. გოგონას ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, არც მოკლული ბავშვი და არც მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები არ არიან. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უკვე უტარდება, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას […]
34 წლის მამაკაცი ლურსმანდაჭედებული ფიცრით მოკლეს
ნაძალადევის რაიონში, დღეს დილით მომხდარი მკვლელობის იარაღი ლურსმანდაჭედებული ფიცარი გახდა. მეზობლების ინფორმაციით, 34 წლის დავით გუზიტაშვილს თავში ფიცარი ჩაარტყეს, რომელზეც ლურსმანი იყო დაჭედებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბში მონაწილე ორივე პირი ნასვამი იყო. რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და უკვე გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
ავსტრიაში 16 წლის ქართველმა 88 წლის ქალი დააყაჩაღა
თბილისში 35 წლის მამაკაცი მოკლეს
რამდენიმე საათის წინ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 35 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.მკვლელობა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა. დაზიანებები მიიღო კონფლიქტში მონაწილე მეორე პირმაც, რომელიც დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 […]
აზერ სულეიმანოვს ბრალი წაუყენეს
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა დატოვა. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პარლამენტის წევრი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის ასევე აცხადებს, რომ მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეში მონაწილეობა არ მიუღია. “ეს პროკურატურის მორიგი პოლიტიკური თამაშია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ. ეს იყო უბრალოდ შაბლონური კითხვები, მე არ ვარ […]










