კატეგორია: სამართალი

„მზიურში“ გიგის ჯიხური გაქურდეს

სოციალური ქსელში ნინჩო ჯიბლაძე წერს, რომ 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური „მზიურში“ გაქურდეს. „ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი – გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ? გუშინ გიგისთან რომ მივედით (ყველამ ვიცით ხო გიგი – პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ […]

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია. როგორც „ნიუპოსტს“ პროკურატურაში განუცხადეს, ჩანიშნულია ბრიფინგი და დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება. აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ აბაზოვის დაკავება გუშინ გავრცელებულ კადრებს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთ პირზე მორალური და სიტყვიერი ზეწოლა ხორციელდება.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პროკურატურაში დაიბარეს – ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი პროკურატურაშია დაბარებული. მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურაში ასევე დაბარებულები არიან მარნეულში მცხოვრები სხვა მოქალაქეებიც. ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელევიზია tv4 იტყობინება. რეპორტაჟი შემთხვევის შესახებ „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა. https://www.facebook.com/monitorstudio/videos/1837875082941854/

სროლა ვაკეში – მოსაშვილის ქუჩაზე მანქანიდან უცნობ პირს ესროლეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. უცნობმა პირმა მანქანის მიმართულებით ისროლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ეზოში ერთი პირი იდგა, რომელსაც მანქანიდან სროლა დაუწყეს. ამასთან, ისროდა აღნიშნული პირიც. „მოვიდა მანქანა და რამდენიმე პირი გადმოვიდა, დაუწყეს ამ პირს სროლა. ეს პირიც ესროდა, ორმხრივი სროლა იყო. ამის შემდეგ, მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ“, […]

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე სუსმა გამოძიება დაიწყო

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 31 მაისს პარლამენტთან გამართული აქციისას, მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “მას სუს-ში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი”. „ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემთხვევაში, ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, […]

“დაისაჯოს ყველა პოლიციელი, ვინც ზვიად კუპრავაზე იძალადა” – ზაზა სარალიძე გენინსპექციაში მივიდა

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ამ წუთებში შევიდა. სარალიძის ინფორმაციით, მან გენინსპექციაში გუშინ, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდართან დაკავშირებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. სარალიძის განცხადებით მან გენინსპექციას თავად მიმართა. მისი ინფორმაციით, გუშინ სასამართლოში სამართალდამცველთა მხრიდან მოხდა გარკვეული გადაცდომები და პოლიციელებმა იძალადეს კუპრავასა და მის თანმხლებ პირებზე. სარალიძე მოითხოვს დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდა. პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამ […]

სპეცოპერაცია ქუთაისში – პოლიციამ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი ჯ.ლ. დააკავა

სპეცოპერაცია ჩატარდა ქუთაისში – სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცი დააკავეს. ნიკეას ქუჩაზე, ერთ-ერთი ბარის მიმდებარედ რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცრაზმი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. უფლებადამცველი სამართალდამცველებს დაკავების პროცესში ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო […]

„ცოლს დაურეკა და ესე უთქვამს, აღარ დავბრუნდები და ძალიან გთხოვ, ბავშვებს მიმიხედეო“ – ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მამამ ხეზე ჩამოკიდებული იპოვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ,,დიანიუსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ხეზე ჩამოკიდებული მამამ ნახა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ,,როგორც გავიგეთ, ჯერ მეგობრებს დაემშვიდობა, შემდეგ კი მის ცოლს დაურეკა და ესე უთქვამს აღარ დავბრუნდები და ძალიან […]

ზვიად კუპრავას და 3 პირს 14 დღე მიუსაჯეს

პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამი პირის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომა, ბრალდებულების ადვოკატებმა კი სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

ზაზა სარალიძეს და ზვიად კუპრავას სასამართლოში პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ვიდეო

ზაზა სარალიძის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასა და ზვიად კუპრავას სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. სარალიძის ინფორმაციით, შემთხვევა სასამართლოს სასადილოში მოხდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, ის ზვიად კუპრავასთან ერთად საქალაქო სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. მოგვიანებით მათთან სამართალდამცველები მივიდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზვიად კუპრავა კი სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს. სარალიძე ამბობს, რომ შს მინისტრმა მასზე […]