კატეგორია: სამართალი

”მან აფერისტი და რუსი ებრაელი მიწოდა” – შალელაშვილი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან შალელაშვილი ივანიშვილის დახმარებით ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. “პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. დღეს მინდა განცხადება გავაკეთო ძალიან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხზე. სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით – „აფერისტი […]

ლადო სადღობელაშვილი და მარშის 4 წევრი 5.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ მიმდინარე აქციის დროს „ქართული მარშის“ დაკავებული წევრები სასამართლომ გაათავისუფლა. ექვსი პირიდან ხუთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლადო სადღობელაშვილი, ბექა რევაზიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგი დანგაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ორი პირი, გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი რჩება. ნიუპოსტი

სტამბოლში ცოლ-ქმრის წამებისა და მკვლელობისთვის გიორგი წიწილაშვილი დააკავეს – მისი ძმა იძებნება

სტამბოლში მკვლელობის და წამების ბრალდებით 28 წლის ქართველი გიორგი წიწილაშვილი დააკავეს, ამავე ბრალდებით იძებნება მისი 25 წლის ძმაც, განგა წიწილაშვილი. როგორც თურქული მედია წერს, ძმები რამდენიმე თვეა ელექტრო ტექნიკის მაღაზიაში მუშაობდნენ, რომელიც 59 წლის ორჰან ჩელიკსა და მის ოჯახს ეკუთვნოდა. როგორც გამოძიება აცხადებს, ძმები ჩელიკს თავს მაღაზიაში შაბათს დაესხნენ, გაკოჭეს და სცემეს, ამ დროს მაღაზიის […]

მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ამის ამსახველ ვიდეოს 1არხი ავრცელებს. უწყებაში შესვლამდე სუბელიანს კომენტარი არ გაუკეთებია. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სამინისტროში 1 ივნისსაც იმყოფებოდა.

ზვიად დევდარიანი 8 ქალის წინააღმდეგ – “2 დღეში დავასახელებთ იმ პირებს, ვინც მიზანმიმართული კამპანია დაგეგმა”

CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვისთვის 8 ქალს უჩივლებს. ამის შესახებ მან და მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს, სახალხო დამცველის ოფისის დატოვების შემდეგ ისაუბრეს. “ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის ტირაჟირებას, თუ როგორ დაიგეგმა ეს კამპანია, ვის ინტერესებში იყო და, შესაბამისად, მკაცრად მოვთხოვთ პასუხს კანონით დადგენილი წესით… 2 დღეში დავასახელებთ […]

წალენჯიხის ტყეში 19 წლის ბიჭი მოკლული იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის სანადიროდ იყო წასული. გარდაცვლილს ჭრილობა თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იმედინიუსი

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. მან საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე და მართლმსაჯულების აღსასრულებლად თითოეული თანამშრომელი მუხლჩაუხრელად შრომობდა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. მე […]

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა გააგრძელა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა გააგრძელა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს გამოძიების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძისა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ თეიმურაზ ბაქრაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც გადასინჯა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა […]

სროლა მუხრანში – 25 წლის მამაკაცს ფეხი მოკვეთეს

უკიდურესად მძიმეა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მუხრანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველები უყვებიან, მამაკაცს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. “მდგომარეობა კროტიკულად მძიმეა, ბიჭს თავდაპირველად ფეხი მოკვეთეს, ექიმები დამაიმედებელს არაფერს ამბობენ, წნევასაც ვერ ურეგულირებენ”- აცხაებს დაჭრილის ახლობელი. რაც შეეხება ბრალდებულს, მას პოლიცია სამი დღეა უშედეგოდ ეძებს. ბოროტმოქმედმა შემთხვევს ადგილიდან მიმალვა შეძლო. სისხლიანი გარჩევის მოტივი და […]

დოლიძის ქუჩაძე მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი დაიჭრა. თვითმხილველების თქმი, შუახნის მამაკაცმა, გაუგებარი მიზეზის გამო, იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა.მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ამჟამად, სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას […]