კატეგორია: სამართალი

“დავით სალარიძეს მარჯვნიდან და უკნიდან გიორგი მენაბდე ურტყამდა, მის მარცხნივ კი მირზა სუბელიანის ნათესავი, მიხეილ კალანდია იყო” – ხორავაზე მკვლელობის ახალი დეტალები

მასშტაბურმა აქციებმა რუსთაველის გამზირზე პერმანენტული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის ორ ბრალდებულს შორის არ აღმოჩნდა არცერთი, ვინც დავით სარალიძე მოკლა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი ჩვენებით ირკვევა, რომ ჩხუბში მათ გარდა, მინიმუმ, ორი ახალგაზრდა […]

ნინო ლომჯარიას გინებისთვის ვასილ გოგალაძე დააკავეს

პირი, რომელმაც სახალხო დამცველს აგინა, დააკავეს. როგორც “რუსთავი 2”-ს შსს-ში განუცხადეს, სახალხო დამცველისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო, დაკავებულია ვასილ გოგალაძე. გავრცელებული ინფორმაციით, ვასილ გოგალაძე ზურაბ ზვიადაურის მეგობარია. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკის პარკში გამართულ აქციაზე ზაზასარალიძესთან ერთად იმყოფებოდა ნინო ლომჯარიაც. მას შემდეგ, რაცსარალიძემ აქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ლომჯარიამ მას საკუთარი სამსახურეობრივი ავტომობილით წაყვანა შესთავაზა, სახალხო დამცველს აგინეს. რუსთავი 2

მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით სოფელ ლატალში მოხდა. სოფლის გამგებლის, თენგო ფარჯიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მისი მოადგილის ძმაა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლლეობას გულისხმობს.

დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეკანოზ შიო მენაბდის შვილია – ვიდეო

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არ ჩანს. მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. […]

პოლიცია: ახლა ზვიად კუპრავას დაკავება არ იგეგმება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ინცინდენტი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა. „მათ ვერ გაარკვიეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ  და რა სამოქმედო გეგმა ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით.  მოვიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა, რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი აზრის […]

ზაზა სარალიძე: 20 კაცი ცდილობდა ჩემს გატაცებას

20 კაცი ცდილობდა ჩემს გატაცებას – ამის შესახებ განცხადება ზაზა სარალიძემ კურიერის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ამ პირებმა მისი გატაცება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ მასთან ერთად მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. “ფაქტია, რომ აპირებდნენ ჩემს მოტაცებას. ჩემი მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩამჭიდეს ხელი და თითქმის გამატანეს, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ივაჟკაცეს და არ გაატანეს ჩემი თავი. ძალიან […]

ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე, ორი მუშა დაიღუპა

ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მიხეილ ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ზვიად კუპრავას მოწოდების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი დაიბარეს. ის სავარაუდოდ გამოიკითხება იმ პროვოკაციის შესახებ, რომლის თაობაზეც, კუპრავას განცხადებით, მიშა ხიდაშელმა მას ინფორმაცია მიაწოდა. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ზვიად კუპრავამ დამსწრეებს ტელეფონით ვიდეო ჩანაწერი მოასმენინა, რომლის მიხედვითაც საუბრის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამიტომაც თავად გააჟღერა ამბავი იმის თაობაზე, რომ თინა […]

თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შსს-ში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება. კუპრავამ მისი გამოკითხვა მოითხოვა.

შსს – ”არსებობს ზაზა სარალიძის მოკვლის საფრთხე”

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. “არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის […]