კატეგორია: სამართალი

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანი დაკავებულია ძიუდოისტ სოსო წელაურის დაჭრისთვის

ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინტერპრესნიუსის ცნობით, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული. მას ბრალად ედება ძიუდოისტ სოსო წელაურის დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, „მაკდონალდსთან“ მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან […]

სისხლიანი დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის – დაჭრილია ერთი სპორტსმენი

ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან სამეთა სამინისტრომ გამოძიებადაიწყო. უწყებამ საქმე ორი მუხლით: 126-ე და 136-ე მუხლებით აღძრა. არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინცინდენტის შედეგად, ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულია 4 პირი. თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი […]

9-10 წლიანი სასჯელი – ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადა ცნობილია. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად სასჯელის ვადას მოაკლდა 1/4 და საბოლოოდ განისაზღვრა 10 წლიანი სასჯელი. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 13 წლით თავისუფლება მიესაჯა, მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად მოაკლდა 1/4 და განესაზღვრა 9 წელი.

საპატრიარქო: “ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, გამოტანილი განაჩენის და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა. დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, […]

ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები პირი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები 20 წლის გოჩა საათაშვილი დააკავეს. დაკავებულს ე.წ. საზღვრის კვეთა ედება ბრალად. საათაშვილთან ერთად დაკავებული მეჯვრისხევის კიდევ ორი მკვიდრი, რომლებიც უკვე გათავისუფლებულები არიან.

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბაქოსკენ მიმავალ გზაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე ბაქოში მიდიოდნენ. ავტობუსში 20-მდე ბავშვი და 10-მდე მშობელი იმყოფებოდა, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

ზაზა ხატიაშვილი: სამარცხვინო წულუკიანმა პროკურორის შერჩევა დაიწყო

თეა წულუკიანმა, რომელიც არის იურიდიული საზოგადოების სირცხვილი, დაიწყო კონსულტაციები პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის შესაცვლელად- ეს განცხადება, იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა. ხატიაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. ხატიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დამსახურებაა ის რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება. ხატიაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. “ვადამდელი არჩევნები […]

ანა დოლიძე – ”ირაკლი შოთაძემ დღეს თავის მანდატს წერტილი დაუსვა”

მთავარმა პროკურორმა დღეს თითქმის აღიარა კაპიტულაცია და თავის მანდატს დაუსვა წერტილი. ამის შესახებ, ინტერპრესნიუსის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც პროკურატურასთან მივიდა. დოლიძემ ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. – დღეს თვითონ მთავარმა პროკურორმა თითქმის აღიარა კაპიტულაცია იმით, რომ ამდენი ხნის მერე მან თქვა, რომ ახლა უნდა ჩამოიყვანოს უცხოელი პროკურორები, რომლებმაც […]

სასამართლოს განაჩენი ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. […]

ნიკა გვარამია: ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე? ბესელია მამაშამ და ფაშისტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ?

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა. ნიკა გვარამია მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ნიკა გვარამიას თქმით, ზაზა სარალიძე დახურულ კარს მიღმა, მედიის გარეშე, არ უნდა შეხვდეს არცერთ ოფიციალურ წარმომადგენელს. „საქართველოს ოპოზიციას მოვუწოდებ, აქ რომ სუს-ის აგენტები დგანან და იძახიან, რომ თქვენ არ დადგეთ, თორემ ჩვენ არ […]