ზუგდიდში ცოლ-ქმარი სამართალდამცველებმა საკუთარი სახლში დააკავეს და ზუგდიდის რაიონული პოლიციიის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მეზობლები აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ. „ბავშვის მშობლებს, რომელიც ჩვენმა მეზობელმა წამოიყვანა, მათი ვალი აქვს. საუბარია მათი მაღაზიიდან ნისიად აღებულ პროდუქტსა და თანხაზე, რომელიც ე.ა.-მ ბავშვის დედას სესხის სახით გამოუტანა. შეთანხმების მიხედვით, თანხა მათ უნდა გადაეხადათ, თუმცა ასე არ […]
კატეგორია: სამართალი
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, მაღაზია გაქურდეს
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან 1000 ლარის ოდენობით თანხაა წაღებული. ადგილზე მყოფების თქმით, შემთხვევის დროს გამყიდველი მაღაზიიდან გასული იყო. მათივე განცხადებით, თანხა, სავარაუდოდ, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოიპარა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
ლევან დადუნაშვილის დედა – ”მე რა ვერსიაც ვიცი, იქ მიფრთხილდეს ყველა!”
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას, რომელმაც მკვლელობის იარაღად მაკრატლები დაასახელა, არ ეთანხმება. ნათია საყვარელიძე ამბობს, რომ დასკვნის წარდგენა სამარცხვინო იყო. – ნიკოლეიშვილის დასკვნა ეს იყო კრახი, ეს იყო ქართული სამედიცინო ექსპერტიზის სირცხვილი და მარტო იმის გამო არ ვამბობ მე, რაც შიგნით ეწერა. მის მიერ წარმოდგენა სასამართლოზე, ეს იყო […]
როგორ მოკლეს 21 წლის ანა ნაცვლიშვილი – გახმაურებული მკვლელობის საიდუმლო მასალები
თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის ანა ნაცვლიშვილის საზარელი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები გასაიდუმლოებულია, პროკურატურა საქმის დეტალებზე არ საუბრობს, ბრალდებულის ადვოკატს კი გაუთქმელობის პირობაზე ხელი აქვს მოწერილი. მიუხედავად ამისა, „პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა ამ სასტიკი დანაშაულის საიდუმლო მასალები, მათ შორის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კრებსი, დანაშაულის ჩადენის […]
გურამ დონაძე სოზარ სუბარს ბრალს დებს – “შენი ბიძაშვილის ბრძანებით დათუნა და ლევანი ხორავას ქუჩის ფარდულში დაკლეს… და სუბელიანი ხელშეუხებლობის გარანტიას შენგან იღებდა”
გურამ დონაძე სოზარ სუბარს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში, დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დონაზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. “სოზარ სუბარო მოგიბრუნდა უკან რასაც მე მეძახდი წლების წინ…. თუმცა მე მკვლელი არ აღმოვჩნდი, მაგრამ შენ ნამდვილად ხარ მკვლელი. თუ არ ხარ მაშინ გაასაჯაროვე შენი და შენი ბიძის სატელეფონო დეტალურები იმ დღის, როცა შენი ალალი ბიძის შვილის […]
იტალიაში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, 33 წლის მამაკაცი ქალქ ფუჩეკიოში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი სახლის კარის გაღებას ცდილობდა. პოლიცია მეზობელმა გამოიძახა. სამართალდამცავებმა მამაკაცის ჩხრეკის დროს გასაღებების აცმა აღმოაჩინეს, რომლითაც ის სავარაუდოდ, სახლების კარის გაღებას ცდილობდა. დაკავებულის პირადობის მოწმობის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ქურდობისთვის ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული. პოლიციის ცნობით, მან თებერვალში პენსიონერის […]
ყაჩაღობა ზუგდიდში – „თიბისი ფეის“ ინკასატორს 120.000 ლარი წაართვეს
ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს, რომელიც სოფელ ყულიშკარის ერთ-ერთ უბანში სასაფლაოებთან დატოვეს. შემთხვევა 26 მაისს მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ინკასატორი მასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა. – საღამო იყო, ეს კაცი მანქანით ჩემს ჭიშკართან რომ მოვიდა. დამაყაჩაღესო, მითხრა, მანქანასაც და მასაც ბენზინი ჰქონდა გადასხმული. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. ამბობდა, თავში ჩამარტყესო, შეშინებული იყო, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ყულიშკარის […]
საზმაუს ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით
დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა, დააკავეს. ინფორმაცია ონლაინგამოცემა ბათუმელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ნოდარ ჩაჩუა გუშინ ღამით დააკავეს. ბათუმელების წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით საკუთარ სახლში აიყვანეს. კურიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი, ოფიციალურ […]
მაია ნიკოლეიშვილი: „ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია“
დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით იკითხება. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან. ექსპერტი დასკვნის შინაარსზე, გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე კვლავ არ საუბრობს. „მინდა გითხრათ იმ ატმოსფეროზე, რომელიც აქ სუფევს. როცა მოსამართლე […]
ვალერი გელბახიანი – ”გამოძიებას სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ „ბასიანის“ხელმძღვანელობა კავშირშია ნარკოტიკებთან”
კლუბ „ბასიანის“ მენეჯერი გიორგი უჯმაჯურიძე სამართალდამცავების კითხვებს თითქმის ორი საათი პასუხობდა. კლუბის მენეჯერი დიღმის პოლიციის სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა. უჯმაჯურიძე გამოძიებას ჩვენებას 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. უჯმაჯურიძის ადვოკატ ვალერი გელბახიანის ის განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ „ბასიანის“ წინააღმდეგ ცალკე საქმეა გამოყოფილი. – მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ იქ მყოფი სტუმრების მიმართ იყო შეთავაზება, რომ […]










