შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო. საქმე ეხება ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 21 მაისს კასპში რესტორან „აგურებში”, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდებთან სუფრაზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირები მივიდნენ. ისინი პოლიციელები აღმოჩნდნენ. მხარეებს შორის ჩხუბი დაიწყო, რაც შენობის გარეთ […]
კატეგორია: სამართალი
1709 ნარკოსამალავი თბილისში – პოლიციამ რუსეთის მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, რუსეთის […]
ხალილ მამოევის მკვლელობა ვაზისუბანში – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მაისს ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ […]
“დანები, რომლებითაც მოზარდები მოკლეს, ხორავაზე მირზა სუბელიანის შვილმა მიიტანა”
„ნიუპოსტი“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარშემო ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს. დღეს რედაქციამ სანდო წყაროსგან მორიგი სკანდალური ინფორმაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურატურის, ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.წყარო ძალოვანი უწყებიდან ირწმუნება, რომ ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე სწორედ სუბელიანის შვილის მიერ ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მიტანილი ცივი იარაღით მოკლეს. […]
ნაციონალებს ოფისში შუშები ჩაუმტვრიეს
“ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონის ოფისში პარტიის წევრებს დღეს დილით შუშები ჩამტვრეული დახვდათ. ოფისიდან წაღებული არაფერი არ არის. ადგილზე პლიციაა ობილიზებული და აქტოური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.
ვინ გაასაჯაროვა კლუბ „გალერის“ დაცვის და მენეჯერის სატელეფონო საუბარი – შსს-მ გამოძიება დაიწყო
2018 წლის 23 მაისს, გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებების გასაჯაროება. კერძოდ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა კლუბი „გალერის“ დაცვის თანამშრომელსა და მენეჯერს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე დართულ […]
თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობისთვის მის კლასელ ივა ტორაძეს 14 წელი მიუსაჯეს
კლასელის, თორნიკე ბაღაშვილის, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ მიიღო. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს. განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა ივა ტორაძემ სასჯელის შემსუბუქება ითხოვა. – ვითხოვ შემსუბუქებას და სამართლიან გადაწყვეტილებას, – განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე. დაცვის მხარე საქმის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და ბრალდებულის ამ მუხლის მინიმალური ვადით, 7 წლით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მხარის […]
ბესო ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს მიმართ გამოყენებულ სასჯელთან დაკავშირებით და მას სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-ისთვის შეფარდებული სასჯელი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა) უცვლელად დატოვა. სახელმწიფო ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და […]
იტალიაში ქართველმა მამაკაცმა რესტორნის მეპატრონე სცემა
იტალიაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. შემთხვევა 22 მაისს იტალიის ქალაქ მოდენაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 წლამდე მამაკაცი ქალაქის ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და აგრესიულად იქცეოდა. მან რამდენიმე ბინის კარის შემტვრევა სცადა და სამი ავტომობილი დააზიანა. მამაკაცის დამშვიდება ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა სცადა, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ […]
ცოლის ცემისთვის მამაკაცს 1 წელი და 9 თვე მიესაჯა
სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ საგარეჯოში, ოჯახში […]










