კატეგორია: სამართალი

“დათო სარალიძემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ჩაიკეცა” – რას ყვება მოწმე თამარ გოცირიძე

მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს დღეს ხორავას ქუჩაზე მცხოვრები პირ დაიკითხა. ქალბატონი 2017 წლის 1 დეკემბერს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტს შეესწრო. “როცა ხმაური შემომესმა, გავედი აივანზე, რომელიც მეხუთე სართულზეა. დავინახე, რომ ბავშვები უკვე თაღიდან გადიოდნენ. მეგონა რომ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. თუმცა, ორ მოზარდს შორის მოხდა ჩხუბი, თითქოს, ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ. მაინტერესებდა კიდევ თუ რამე ხდებოდა, […]

“საშინელი ვიდეოები აღმოვუჩინეთ”- ბათუმში მე-5 დღეა მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ

ბათუმში, ე.წ ბარცხანის დასახლებაში, მეხუთე დღეა მე-10 კლასის მოსწავლეს ეძებენ. გაუჩინარებული გოგონას დედა ამბობს, რომ არასრულწლოვანს კომპიუტერში “საშინელი ვიდეოები” აღმოუჩინეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს პირი, ვისთან ერთადაც არასრუწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მერიის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ნ-მ 2017 წლის 11 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის […]

დოდო აფრასიძე – “გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი”

– სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი, – ამის შესახებ დოდო აფრასიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა. აფრასიძემ გადაცემაში იმ დროს დარეკა, როცა ეთერში სტუმრად სწორედ შს ყოფილი მინისტრი, გია ბარამიძე იმყოფებოდა. – სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი. თუ რამეს როშავს, ყველაფერი არის […]

გია ბარამიძე – “აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელები გმირები არიან”

– კატეგორიულად მოვითხოვ პროკურატურისგან, გამოიძიონ აფრასიძეების საქმე და უთხრან საზოგადოებას სიმართლე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა. ბარამიძე უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელები გმირები არიან. – იმისათვის, რომ შეწყდეს ზღაპრების მოყოლა და დამნაშავეების უდანაშაულო კრავებად გამოცხადება, პოლიციელების დამნაშავეებად გამოცხადება, […]

მექა ხანგოშვილი – “25 წლის გოგონას მკვლელი უვნებლად აიყვანეს, უდანაშაულო თემირლანს კი შუბლში ესროლეს”

პანკისის ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პანკისის ხეობის მოსახლეობის მოთხოვნებზე საუბრობს. – ქალბატონო მექა, პანკისის ხეობაში აქცია ჩატარდა. რა მოთხოვნები აქვთ პანკისელებს და მათი განწყობები თუ არის თქვენთვის ცნობილი? – თავისთავად, პანკისის ხეობის მოსახლეობის განწყობები ცნობილია. ტრაგედიის დღიდან, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს ეხება, ხეობა ერთიანია და ერთიან პოზიციაზე დგას. ხეობის მოსახლეობის ამ ეტაპზე თხოვნა, […]

ბაჩო ახალაია – ”ჩემი მოსამართლეები ხალხის წინაშე უნდა წარსდგნენ”

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე 9-წლიანი სასჯელის შეფარდებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბაჩო ახალაია გამოეხმაურა. „ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. “ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად, მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა […]

პოლკოვნიკ თეთრაძის საქმე – ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, მას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა.

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბაჩო ახალაიას მიმართ განაჩენი გამოცხადდება

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ დღეს განაჩენი გამოცხადდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ლელა შკუბულიანი სათათბიროდ გავიდა. პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, […]

“არ მინდოდა, დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი და იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, – ვეფხია ბაქრაძე თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის დეტალებს ყვება

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავების შემდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრა. ვეფხია ბაქრაძის ჩვენების მცირე ნაწილს გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ მოკლული მისი და ნათელა გაბოძის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რის გამოც ის 13 აპრილს თამარ გამრეკელაშვილთან ურთიერთობის გასარკვევად მივიდა. ამასთან, ბრალდებულის ინფორმაციით, 2017 წელს ციხიდან […]