მორიგი ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან ოკუპანტემბა მწყემსი სერგო დარბაიძე გაიტაცეს. “ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, დაკავებული შუა ხნის სერგო დარბაიძეა. ქვეშს ოკუპირებული ზემო არცევი ესაზღვრება. სოფელში ჩასვლას და ადგილზე ვითარების გაცნობას ცოტა ხანში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი გეგმავს.
კატეგორია: სამართალი
კახეთში პოლიციელი გიორგი ქანდაურიშვილი დაჭრეს – დაკავებულია 22 წლის გიორგი მოლაშვილი
კახეთში პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა ყვარელში მოხდა. უბნის ინსპექტორს გიორგი ქანდაურიშვილს მამაკაცი თავს მაშინ დაესხა, როდესაც სამართალდამცველმა მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ქანდაურიშვილს დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დღეს მისი ძმაც დააკავეს, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფონზე ძმის გათავისუფლებას პოლიციის განყოფილებასთან ითხოვდა. დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 22 წლის გიორგი მოლაშვილს დაჭრილ პოლიციელთან […]
სალომე ტატიშვილის სიკვდილისთვის გიორგი ლიპარტელიანს 3 წელი მიუსაჯეს
სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო. მეორე ინსტანციის სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული […]
ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მისცეს – პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ განცხადება დღეს პროკურატურაში გაკეთდა. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, […]
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრა დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული […]
“ბოროტმოქმედებმა ალიოღლები სასტიკად აწამეს, ოჯახიდან წაღებული ძვირფასეულობა კი ოქროს ბიერჟაზე გასაყიდად გაიტანეს”
კასპში მომხდარი საზარელი ყაჩაღობის შესახებ ახალი დეტაები ხდება ცნობილი. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროდან აცნობეს, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი – 49 წლის ჯ. ფ. და 32 წლის ზ. ბ. სოფელ აღაიანში დააკავეს. ალიოღლების ოჯახს ავტომატებითა და დანებით შეიარაღებული ბოროტმოქმედები 24 აპრილს 11 საათზე თავს დაესხნენ. ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოჯახის დიასახლისსაც. ის ჯერ სცემეს, […]
ადვოკატი კაკაბაძე – ”დავით სარალიძის დაჭრაში კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა, რომლებიც არ არიან პასუხისგებაში მიცემული”
მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კიდევ არა ერთი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში და ეს პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ დღეს წარდგენილმა ექსპერტიზის დასკვნამ ვერ უპასუხა იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას და დაზარალებულს აწუხებს და ასევე აინტერესებს […]
“დანით მჭრიდა, ფული მომეციო” – რას ამბობს კასპში სასტიკად ნაწამები მამაკაცი
კასპის რაიონის სოფელ ფერმაში დაყაჩაღებული და ნაწამები ალიოღლები დეტალებზე საუბრობენ. ერთ-ერთი დაზარალებულის ვალიოზა ალიოღლი აცხადებს, რომ თავდამსხმელები მას კონკრეტულ თანხას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.„მასკა“ ჰქონდა გაკეთებული ვერ ვიცანი, სახლში შემოვიდა ორი ავტომატიანი, ერთი თოფიანი. შემოვიდნენ ფული მომეციო. დანით მჭრიდა, რომ ამოიღე ფულიო და 20 ათასი მომეციო. პოლიცია მეუბნება, რომ ჯერ ვეძებო,“ – ამბობს ალიოღლი. […]
24-ე სკოლასთან მოსწავლეებმა მოქალაქესთან იჩხუბეს – დირექტორმა ინციდენტის ადგილზე დანა ნახა
– 24-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტში ამავე სკოლის ორი მოსწავლე მონაწილეობდა და ახლა ისინი გამოკითხვაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ის იმყოფებოდა ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე და იქ დანაც დაინახა, თუმცა, ვის ეკუთვნოდა დანა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. – საქმეში დანა ფიგურირებდა, თუმცა, როგორც […]
”დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე აქვს გაჭრილი, 2.000 ლარი წაიღეს” – რა მოხდა სოფელ ფერმაში
კასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს „სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. დაგვაბეს. ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს, რაც გვქონდა ოქრო და ფული, […]










