გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ახალი ხმაურინი გაგრძელდება – მკვლელობის საქმეზე ყოფილი ბრალდებულის ოჯახი, რომელიც რამდენიმეააათიანი დაკავების შემდეგ გამოუშვეს, ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მას მანქანაში მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს და როდესაც უცნობი პირები ავტომობილიდან აპარატის ამოღებას ცდილობდნენ, მათ ფაქტზე წაასწრეს. ვიდეოკადრებში, რომელიც ჭანტურიას დამ გადაიღო ჩანს, რომ ის ცდილობს ავტომობილში მყოფი უცხო პირის კამერით დაფიქსირებას, თუმცა ამაში ხელს […]
კატეგორია: სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ს სასამართლოში უჩივლეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე, 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები, მტკიცებით ფორმაში […]
ლაგოდეხში 25 წლის ქართველმა მესაზღვრემ თავი მოიკლა
Imedinews-ის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე ქართველმა მესაზღვრემ თავი მოიკლა. მომხდარს საგამოძიებო უწყებებში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ. შემთხვევა ლაგოდეხის მეორე სექტორზე (კობახჩო) მოხდა. გარდაცვლილი მეხუთე სამმართველოს გუშაგი იყო. Imedinews-ის ინფორმაციით გარდაცვლილია 25 წლამდე მამაკაცი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
საქართველოს მთავრობა ევროსასამართლოს სთხოვს, “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაეცეს
იუსტიციის სამინისტრო სტრასბურის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია მის “კანონიერ მესაკუთრეს – ქიბარ ხალვაშს” გადაეცეს. დოკუმენტი “რუსთავი 2-ის” იურისტებისთვის ხელმისაწვდომი გუშინ გახდა. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო სტრასბურგის მიერ […]
ზვიად კუპრავა – “მირზა სუბელიანს პრობლემები შეექმნება პროკურატურაში განაჩენის დადგომის შემდგომ… ბორის კაკუბავამ დამირეკა და დანაბარები გადმომცა – მშვიდობა შევინარჩუნოთო”
გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. ამ საქმეზე არაერთი სკანდალი აგორდა და წინ კიდევ ბევრი სკანდალი გველოდება. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ამ საქმეზე არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გაასაჯაროვა. ამან საგამოძიებო უწყება ისე შეაწუხა, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი. ამის მიუხედავად, კუპრავასგან მოსვენება მაინც არ ეღირსათ. ის ხშირად […]
მირზა სუბელიანი – ”ვანო მერაბიშვილი საკნიდან არავის გაუყვანია, ეს დაადგინა გენინსპექციამ ჩემი ხელმძღვანელობით… ზვიად კუპრავა ნაციონალების ზონდერია”
საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მომხდარში ფიგურირებს, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს იმის თაობაზე, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუბელიანმა განუცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სწორედ გენერალურმა ინსპექციამ მისი ხელმძღვანელობით ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება და დადგინდა, რომ რასაც მერაბიშვილი აცხადებდა ტყუილი და წინასწარ მოფიქრებული სპექტაკლი იყო. მისი თქმით, რეალურად […]
რა დანაშაულისთვის რა სასჯელი ეკისრება მსჯავრდებულს
სასჯელი, სამართლებრივად ეს არის კანონის რეაქცია დანაშაულზე. სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იძულებითი ღონისძიება, რომელიც შეეფარდება დამნაშავეს. სასჯელი გულისხმობს დამნაშავისთვის უსიამოვნების მიყენებას, თუმცა მისი გამოყენება ყოველთვის გარკვეული მიზნით უნდა იყოს გამართლებული. ვებგვარდი myadvokat.ge-ი განმარტავს რა დანაშაულისთვის რა სასჯელი არის განსაზღვრული. სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; დ) გამასწორებელი სამუშაო; ე) […]
თბილისში დიმიტრი ჭრელაშვილი და კახა ბეჟიტაშვილი დააკავეს, კახეთში – გივი ბეგიაშვილი – მათ ევროპაში მყოფ კანონიერ ქურდებთან კავშირი ედება ბრალად
თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი […]
„დარწმუნებული ვარ, მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ“ – ხორავაზე მოკლული მოზარდის მამა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სიმამრთან ერთად დიდ ზეგავლენას ახდენს გამოძიებაზე. „უკვე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მირზა სუბელიანი, ასევე, ბორის კაკუბავა ახდენს გამოძიებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას. მოწმე მ.კ. დღეს უნდა იყოს დაკავებული სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურიდან და ძალოვანი უწყებებიდან რეაგირებას ვერ ვხედავ. […]
მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებას მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებს – ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ემუქრება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანის სახელთან იკვეთება. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ რამდენიმე დღის წინ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე არასრულწლოვანის მამა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, საგამოძიებო უწყებას, ვანო მერაბიშვილის ციხიდან საკნიდან კადრებით აშანტაჟებს და ამით დანაშაულში მონაწილეების დაფარვას უწყობს ხელს. […]










