კატეგორია: სამართალი

კასპში ძმამ 26 წლის ძმა მოკლა

კასპში ძმამ 26 წლის ძმა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა დანით ჭრილობა  ყელის არეში ძმას მიაყენა. შემთხვევა წუხელ ქეჩარუხის დასახლებაში მიოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული ნასამართლევი იყო. ქართლი

“ეს კობა ნარჩემაშვილს ჰკითხეთ” – რატომ აარჩიეს გიორგი სანაიას მკვლელად “გრიცკო”… ნუგზარ საჯაია თავს არ მოიკლავდა”

– თუკი გიორგი სანაიას მკვლელობა დაგეგმილი იყო, რატომ აარჩიეს მკვლელად „გრიცკო“ – ამ კითხვის პასუხად პოლიციის გენერალმა სოსო ალავიძემ განაცხადა: – ეს კობა ნარჩემაშვილს ჰკითხეთ, მე არ მაქვს ინფორმაცია… კობა ნარჩემაშვილს რა ვერსიაც მიაწოდეს და მე ვფიქრობ, იხსნებოდა ამით საქმე, გაჰყვა ამ ვერსიას. პირველი მე შევედი ცხონებული გიორგის ოთახში… დამხვდა მიცვალებული, ოღონდ უხერხული არაფერი მინახავს… […]

დიანა ბერიძის მკვლელ ქირურგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თესალონიკის სასამართლომ 38 წლის ქირურგს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. ის 36 წლის ქართველი ემიგრანტის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულად სცნეს. მან განაჩენი რეაქციის გარეშე მოისმინა. კერძოდ, 2017 წლის აპრილში დიანა ბერიძე თესალონიკში, იპოკრატიოს საავადმყოფოში მცირე ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, საიდანაც ცოცხალმა ვეღარ გამოაღწია. ვარიკოზული ვენების მოსაშორებელი პროცესი ფატალურად დასრულდა, ხოლო ექიმმა მისი გვამის მოშორება გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, დიანა […]

რუსთავში ბარიდან 1 კასრი ლუდი მოიპარეს – ვიდეო

რუსთავში ბოსტანქალაქის ქუჩაზე ლუდის ბარი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. უცნობმა პირებმა ობიექტიში შეღწევა მინის ჩამსხვრევით მოახერხეს. ბარში თანხა არ ინახებოდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ობიექტიდან ერთი კასრი ლუდია წაღებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. ინფორუსთავი

გვარის შეცვლა კანონით გამკაცრდა – რას ითვალისწინებს ახალი დეტალები

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა 79 ხმით დაამტკიცეს. ცვლილებების მიზანია, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა. […]

ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი დააკავეს

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. „ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. […]

საფრანგეთში კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად რეპერი კაბუ დააკავეს

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს. „საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“. ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული […]

გორში მაგთის ოფისი გატეხეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მაგთის ოფისი გატეხეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. ოფისიდან მობილური ტელეფონებია წაღებული. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება ქურდობის მუხლობით დაიწყო, რაც 3 დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიუპოსტი

„ნიკა თავაძემ გიორგი უგრეხელიძეს დანით მიაყენა 4 სასიკვდილო ჭრილობა“ – კიდევ ერთი შეწყალებული, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა

„დანით მიაყენა 4 სასიკვდილო ჭრილობა“ – ეს განცხადება დაზარალებული გიორგი უგრეხელიძის დედამ გააკეთა, რომლის შვილსაც 2016 წელს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა მამაკაცს დანით 5 ჭრილობა მიაყენეს. პირი, რომელიც გიორგი უგრეხელიძეს თავს დაესხა, საპატიმროდან სწორედ პრეზიდენტის შეწყალებით იყო გათავისუფლებული. დაზარალებულის დედა მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს იხსენებს. „დანით მიაყენა 4 სასიკვდილო ჭრილობა. ჩემი შვილი […]

გოგა ონიანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა – პროკურორი გულუაშვილი: “ონიანი საპატიმროში მხოლოდ 2 წელს გაატარებს”

ყოფილი უფლებადამცველის გოგა ონიანის საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, გოგა ონიანის საქმის თაობაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად ონიანი 2 წელს საპატიმროში, ხოლო 2 წელსა და 6 თვეს პირობითი მსჯავრის სახით მოიხდის. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა აღნიშული საპროცესო შეთანხმება. მისი თქმით, ყველა წარდგენილ ბრალდებაში […]