კატეგორია: სამართალი

მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა – “ჩემი შვილის მკვლელის მიმართ სამუდამო პატიმრობას ვითხოვ”

22 თებერვალს, თემქაზე მოკლული გოგოს, ანა ნაცვლიშვილის მამა განმარტავს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მსვლელობის დეტალებს მასაც აცნობენ და ამიტომ, პროკურატურას ენდობა. ამის შესახებ მამუკა ნაცვლიშვილმა TV Pirveli-თან ინტერვიუში განაცხადა. – ვენდობი პროკურატურას, რადგან მაყენებენ საქმის კურსში. ვენდობი, რადგან საქმეს კვალიფიციური გამომძიებელი იძიებს. ახლა ველოდები ექსპერტიზის პასუხს. ცხადია, მე უმაღლეს სასჯელს, სამუდამო პატიმრობას მოვითხოვ, – […]

სექსუალური შევიწროების საქმე – პოლიცია ზვიად დევდარიანს 3 საათის განმავლობაში კითხავდა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანი დაკითხეს. მას კითხვებს სამი საათის განმავლობაში უსვამდნენ. დევდარიანის თქმით, მზად არის, ყველა უწყებასთან ითანამშრომლოს. „პრესკონფერენციაზეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგამოძიებო ორგანოებთან, სახალხო დამცველთან, რადგან მივიჩნევთ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი მხრიდან სამართლებრივი გზაა. ასე რომ, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ“,- განაცხადა ზვიად […]

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი – ყველას დაგვინგრია ცხოვრება და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს

ზუსტად ის მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ცხოვრება, – ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა ლიკა ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მამასთან კონტაქტი არ ჰქონია და მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვს. ამასთან, ლიკა ბაქრაძის თქმით, რასაც მამამისი იმსახურებს, ის სასჯელი უნდა შეეფარდოს. “მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, […]

მითვისებული ქონება – „ქართუ ბანკის“ იურისტს თაღლითობაში ადანაშაულებენ 

ამხანაგობა „ნაძალადევი 2008″-ის წევრები „ქართუ ბანკთან“ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი „ქართუ ბანკის“ იურისტს, ალა კახნიაურს თაღლითობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ 6 წლის წინ მიწაზე, სადაც კორპუსი აშენდა, ბინები მიიღეს, თუმცა კახნიაურმა მიწები თაღლითურად მიისაკუთრა და ამხანაგობის წევრები ქონების გარეშე დატოვა. აქციის მონაწილეების თქმით, დავა სასამართლოში უკვე 6 წელია მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება. ამხანაგობა „ნაძალადევი 2008″-ის წევრები […]

5 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი დააკავა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას […]

ლიკა ბაქრაძე – “სისულელეა. რომ ვეფხიამ ნათელა გობაძე ჯაჭვით დააბა და რომ მამაჩემი შვილებზე ძალადობდა”

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილები გარდაცვლილი თაკო გამრეკელაშვილის დედის განცხადებებს უარყოფენ. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლიკა ბაქრაძემ განაცხადა, ნათელა გობაძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მასზე ვეფხია ბაქრაძე ძალადობდა. მისივე თქმით, ნათელა გობაძე მსგავსი განცხადებებით თავის გამართლებას ცდილობს. – სრული აბსურდია ის, რომ მამაჩემი შვილებზე ძალადობდა. ასევე ტყუილია ნათიას განცხადება, ვითომ […]

თაკო გამრეკელაშვილის დედის, ნათელა გობაძის, ინტერესებს სამოქალაქო სექტორი დაიცავს

მამინაცვლის მიერ მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედის ინტერესებს სამოქალაქო სექტორი დაიცავს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ქალთა მოძრაობა” საქმეს დეტალურად შეისწავლიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უნდა დადგინდეს იყო თუ არა ქმრის მხრიდან ძალადობა ნათელა გობაძეზე და ჰქონდა თუ არა ადეკვატური რეაგირება მომხდარზე პოლიციას. – საია აპირებს რომ ამ საქმეში ჩაერთოს დაზარალებულის ინტერესების დასაცავად. პირველ რიგში აღნიშნულ […]

რას ამბობს საბერძნეთში ქურდობისთვის დაკავებული 31 წლის ქართველი ქალი?!

შესაძლოა, მან ციხეში ჩაჯდომა თავიდან აიცილა, თუმცა, საბერძნეთის დატოვება აუცილებლად მოუწევს. ასეთია 31 წლის ქართველი ქალის განაჩენი, რომელსაც 71 წლის ბერძენი ქურდობაში სდებს ბრალს. როგორც უკვე ცნობილია, ვოლოსში საქართველოს მოქალაქე მას შემდეგ დააკავეს, რაც 71 წლის ქალმა განაცხადა, რომ მას სახლიდან 150 ევრო მოპარა. თუმცა, ის თავადაც დააკავეს, რადგან დასაქმებული მასთან არაკანონიერად მუშაობდა. ვოლოსში საქმესთან […]

რობერტ ახალაიას მამიდაშვილ ანა ხელაძის მკვლელობისთვის 18 წელი მიესაჯა

სასამართლომ გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული რობერტ ახალაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის […]

“თაკოს ვეფხია სახლში ჩაუსაფრდა, აბაზანაში შეათრია და ყელი გამოჭრა… მერე სახლის დაწვას შეეცადა”- ახალი დეტალები ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგონას დედა ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც ვეფხვია ბაქრაძემ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრა, იმ სახლის დაწვა სცადა, სადაც საზარელი ფაქტი მოხდა. – უფროსმა შვილიშვილმა მითხრა, რომ თათიას ოთახიდან გამოსული ვეფხვია კედლებზე და იატაკზე რაღაც სითხეს ასხამდაო- ამბობს ნათელა გობაძე. მისი თქმით, ბრალდებულმა ვაკეში გერის ნაქირავები ბინის კარი წინა დღეს დააზიანა […]