ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ 22 წლის გოგონას მეზობლები. ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, რომ გოგონა რამდენიმე წუთის განმავლობაში სახლიდან მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. – ისიც კი უთხრა მკვლელს, ეხლა პატრულს დავუძახებო… მაგრამ გვიან იყო, უკვე ყელი გამოჭრილი ჰქონდა – აცხადებს მეზობელი. მისივე თქმით, მეზობლება კარი შეამტვრიეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შეგახსენებთ, რომ დღეს, ბარნოვის 77 ნომერში […]
კატეგორია: სამართალი
ვაკეში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მის მამინაცვალ ვეფხვია ბაქრაძეს ეძებენ
ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა. თვითმხილველების ცნობით, მოკლულის დედას ნათელა გობაძეს და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა. კონფლიქტის გამო, გობაძემ პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ბაქრაძეს ყოფილ მეუღლესთან […]
სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში – დააკავეს მაღაზია “დენთის” დამფუძნებელი
ვაკეში 22 წლის გოგოს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა? – რა მოხდა ბარნოვის 77-ში
ცოტა ხნის წინ, ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც imedinews-მა გაარკვია, გარდაცვლილი 1993 წელს არის დაბადებული. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის ზუსტდება, თუ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგო, რომელიც მოგვიანებით მოკლეს, დასთან იყო სტუმრად მისული, თუმცა არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ დები ერთად ცხოვრობდნენ […]
ვაკეში ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს
თბილისში, ვაკეში, 22 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, – აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. _ გოგონას, რომელსაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელი გამოჭრა, 2 შვილი ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ […]
მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს
სამართალდამცველებმა მუხიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას […]
11 მაღაზიის გაქურდვა – ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში 11 მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა 26 და 27 წლის ახალგაზრდებმა საერთო ჯამში, 3000 ევროს ღირებულების საქონელი მოიპარეს, დაკავებული პირები მართავდნენ ავტომობილს, რომელსაც ყალბი გერმანული სანომრე ნიშანი ჰქონდა, ერთ-ერთ მათგანს ფალსიფიცირებული მართვის მოწმობა ქონდა და ის ამჟამად საპატიმროში იმყოფება. ავსტრიამ მეორე დაკავებული […]
სოფელ კალაურში 54 წლის ლადო ქევხიშვილი მოკლეს, დედამისი მარანში ჩაკეტეს – ნიღბიანებმა ქევხიშვილების ოჯახიდან 20 ათასი ლარი წაიღეს
სასტიკი მკვლელობა მოხდა სოფელ კალაურში – 54 წლის ლადო ქევხიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს. სოფელ კალაურში დედა-შვილს 3 ნიღბიანი თავს ღამით დაესხა. 90 წლის მანია ქევხიშვილი მარანში ჩაკეტეს, მისი შვილი, 54 წლის ლადო ქევხიშვილი კი გაკოჭეს და ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა დილით იპოვეს. თავდამსხმელები ქევხიშვილების ოჯახში ტრაქტორის შესაძენად მოგროვებულ 20 […]
თბილისში 9 კგ ჰაშიში ქანდაკებებით შემოიტანეს – დაკავებულია გ.კ.
ცოტა ხნის წინ თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა – შს სამინისტრომ 9 კილოგრამი ჰაშიში ამოიღო. საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ნარკოტიკის შემოტანა თბილისში საფოსტო გზავნილით ხდებოდა. 9 კილოგრამამდე ჰაშიში ქანდაკებებში იყო მოთავსებული და ის გერმანიის გავლით ნეპალიდან გამოიგზავნა. ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად სამართალდამცველებმა მისი თანმხლები გოგონაც დააკავეს, თუმცა, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. […]
თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – მას 1 წელი ციხე ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და […]










