თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დავით ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, უდანაშაულოდ ცნო.
კატეგორია: სამართალი
45 წლის თემურ გურგენიძეს ბრმა ტყვია მოხვდა – ფანასკერტელზე სროლის ახალი დეტალები
თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, გუშინ დაჭრილი 45 წლის მამაკაცის, თემურ გურგენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თვითმხილველებმა “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ დაჭრილს მინიმუმ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი აქიდან ერთი ყელის არეში.ადგილობრივების თქმით, დაჭრილი მამაკაცი კონფლიქტში არ მონაწილეობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ინციდენტს კი წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის ე.წ. კრიმინალური გარჩევა. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ დღის პირველ ნახევარში დაპირისპირებული […]
გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ახალგაზრდას სხეულის და თავის არეში ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ელისო კილაძე – “ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი სააპელაციოზე ზეწოლას ახდენენ” – დავით ხარშილაძის საქმეზე დღეს სასამართლო გაიმართება
დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსალოდნელია, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადება. გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით, კოლეგიის წევრ მოსამართლეებზე სახელისუფლებო გუნდის წევრების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა თუმცა, ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს. დავით ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. – სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე მიმდინარეობდა ზეწოლა […]
წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ
რუსთავში, არასრულწლოვნები ცივი იარაღით შეიარაღებული გვიან ღამით ერთ-ერთ ლომბარდს თავს დაესხნენ.ახალგაზრდები ლომბარდში ტელეფონის ჩასაბარებლად მივიდნენ, რაზეც ლომბარდის ოპერატორმა უარი უთხრა. „კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვნები რამდენჯერმე ნასამართლევები არიან. თავდაპირველად საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღიძრა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და თვითმხილველების დაკითხვის შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]
სენაკის მერიის 13 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც 13 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს. შესაბამისი გაფრთხილება მათ მუნიციპალიტეტის მერისგან 10 აპრილს მიიღეს. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართა. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკადუას ინფორმაციით, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა განუმარტა, რომ მათი გათავისუფლება კანონის დარღვევით მოხდა. – ერთიანდება მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურები. როგორც მათ გვითხრეს, […]
ფანასკერტელზე მამაკაცი დაჭრეს – მას 2 ტყვია აქვს მოხვედრილი
ფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილი 40 წლამდე ასაკისაა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, ინციდენტს სავარაუდოდ, წინ უძღოდა მთელი დღის განმავლობაში მამაკაცებს შორის მომხდარი კამათი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიები მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა, რაც […]
ზაზა სარალიძე – ”მოწმემ თქვა, რომ მამამისი სცემეს”
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც ჩხუბს უშუალოდ შეესწრო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ გამოძიების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი. – მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. მოწმემ ასევე თქვა, რომ გამომძიებლებმა და პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა […]
მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მას თავში ჭრილობა აქვს
ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინტერპრესნიუსი
”არაფერი არ მახსოვს” – ლაშა საჯაიამ პირველი კომენტარი გააკეთა
ვეძისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ლაშა საჯაია „კურიერთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, რომლიც ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მომხდარის დეტალებს იხსენებს, თუმცა ვინ იყო თავდამსხმელი ან რა მიზეზით მისთვის უცნობია. – არაფერი არ მახსოვს, როგორ გითხრათ, არ ვიცი, – ამბობს ლაშა საჯაია. ლაშა საჯაია ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ავტომანქანიდან მათი […]









