კატეგორია: სამართალი

პოლიციასთან დაპირისპირების გამო გორში 9 პირი დააკავეს

წუხელ გორის პოლიციის თანამშრომლებმა სადგურის დასახლებაში 9 პირი დააკავეს. ამის მიზეზი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გახდა. გორის პოლიციაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ დაკავებულთაგან 6-ს მათგანს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარუდგენენ. სამი ახალგაზრდის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლს გამოიყენებენ. ყველა მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ბრალდება. ინციდენტი დაახლოებით 23 […]

წალკაში 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს – წაღებულია 600 ლარი

წალკაში ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ნიღბიანი პირი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს. დაშავებული გამთენიისას მეუღლემ ნახა, რომელსაც სახლის მეორე სართულზე ეძინა და მომხდარის შესახებ არ გაუგია. სახლიდან წაღებულია 600 ლარი. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას […]

“აუდიტორია 115”-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაკავებული “აუდიტორია 115”-ის 5 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმის განხილვა 20 აპრილს გაგრძელდება.მოსამართლემ სამართალდამცველებს ვიდეომტკიცებულებების წარდგენა დაავალა, რომელიც “აუდიტორია 115”-ის აქტივისტების მხრიდან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას დაადასტურებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ და ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. ნიუპოსტი

“აუდიტორია 115-ის” აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

“აუდიტორია 115-ის” 6 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 5 ადამიანი საპატრულო პოლიციამ თბილისში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დროს დააკავა. აქტივისტებმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყეს და საბოლოოდ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც მოძრაობის გადაკეტვა სცადეს. აქტივისტების დაკავება პატრულისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა. აუდიტორია 115-ის წევრები ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს […]

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან 6.000 ამპულა მორფის ქურდობას კლინიკის დამფუძნებელს და ექთანს აბრალებენ – მათ საქართველო უკვე დატოვეს

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან დაკარგულ 6 ათას ამპულა მორფს სამართალდამცველები რამდენიმე კვირაა, ეძებენ. ნარკოტიკული ნივთიერება საავადმყოფოს საწყობიდან მოიპარეს. სპეციალური მედიკამენტის დაკარგვის შესახებ კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც გეგმიური აღწერა ჩატარდა. ნარკოტიკულ ნივთიერებაზე წვდომა კლინიკაში რეანიმაციული განყოფილების თანამშრომლებს ჰქონდათ, თუმცა როგორ დაიკარგა მედიკამენტი, მომხდარის დეტალებზე საავადმყოფოში საუბარი არ სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით ამპულა მორფი საავადმყოფოდან რეანიმაციის […]

ბათუმის საავადმყოფოდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა – ექთანი ქალი ამის შემდეგ არავის უნახავს

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ფაქტს ადასტურებს კლინიკის დირექცია. რამდენიმე წუთის წინ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაადგენს დეტალებს და სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირის ბრალეულობა გამოიკვეთება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მედიკამენტებზე, ექთანი ქალია. ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის შემდეგ ის არავის უნახავს. – გამოძიება დაწყებულია. არსებობს საკითხები, […]

”საქართველოს ბანკის” მოლარემ თავის მოკვლა სცადა

რამდენიმე დღის წინ „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მოლარემ თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც „რეგინფოს“ ინფორმაციით, ბანკში შესამოწმებლად აუდიტი შევიდა. მოლარე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ოჯახის წევრებმა იპოვეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით დანაკლისია. ფილიალის მმართველს და სალაროს […]

ხაშურის მერს, გიორგი გურასპაშვილს, სექსძალადობას აბრალებენ – ”გაჩერდი, თორემ გლეწავ! მის მუხლებზე აღმოვჩნდი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ” – ვიდეო

ხაშურში, ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ქალი, მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქალმა რეაგირებისთვის პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას უკვე მიმართა და პროკურატურაშიც გეგმავს განცხადების შეტანას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფაქტი 2018 წლის 26 თებერვალს მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატის სიმონ ნოზაძის ინიციატივით, თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში გამართული შეხვედრის შემდეგ, ხაშურის მერმა და მერიის […]

ადვოკატები მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ – რაზე შეუთანხმდა ცენტრ პოინტი ემ კვადრატს

“ცენტრ პოინტ ჯგუფის” დამფუძნებლებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით დაცვის მხარე მთავარ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს. სამშენებლო კომპანია “M კვადრატსა” და “ცენტრ პოინტს” შორის გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულების შემდეგ, ადვოკატები მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. “ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ “M კვადრატთან” შეთანხმების საბოლოო ვერსიას ხელი სწორედ მაია რჩეულიშვილმა უნდა მოაწეროს, ხელშეკრულების გაფორმების ვადა კი 6 თვეში იწურება. გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, […]

გიორგი ლომინაძე – ”სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია”

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მორიგ პროცესზე მისი მეგობარი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე დაიკითხა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. როგორც გიორგი ლომინაძემ აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტელეფონში იხედებოდა და დეტალები არ იცის, თუმცა აცხადებს, რომ ავტომობილი მშვიდად მოძრაობდა, როდესაც რაღაც დაბრკოლების გამო მერაბ კვირიკაშვილმა მანევრი შეასრულა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება. პროკურორის კითხვაზე, თუ […]