”საქართველოს ბანკის” მოლარემ თავის მოკვლა სცადა

”საქართველოს ბანკის” მოლარემ თავის მოკვლა სცადარამდენიმე დღის წინ „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მოლარემ თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც „რეგინფოს“ ინფორმაციით, ბანკში შესამოწმებლად აუდიტი შევიდა.

მოლარე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ოჯახის წევრებმა იპოვეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული.
წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით დანაკლისია. ფილიალის მმართველს და სალაროს გამგეს ბანკის ხელმძღვანელობამ უფლებამოსილება შეუჩერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს შს გურჯაანის სამმართველო იძიებს.

რეგინფო