„მთავარი არხის” ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა 21 სექტემბერს, სოფლის სასაფლაოზე, ღამის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა შელაპარაკება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
კატეგორია: სამართალი
„მანქანის საბურავები დაუჭრა და ფული მოჰპარა…“ – პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონური მედია ქურდობის ბრალდებით ქალაქ შჩეცინში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წერს. ბრალდების მიხედვით, 41 წლის კაცმა ჩანთა მოიპარა, სადაც 3 ათასი პოლონური ზლოტი იყო. მედიის ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილმა დაზარალებულს ფულთ სავსე ჩანთა მანქანიდან მოჰპარა, იქამდე კი აკვირდებოდა, როგორ დატოვა ამ ადამიანმა ჩანთით ხელში ბანკი, ჩანთა მანქანაში ჩადო და მაღაზიაში გადავიდა. დამნაშავემ სწორედ ამ მომენტით ისარგებლა, […]
შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია
კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გურამ ქადეიშვილია. მან თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში. ბრალდებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე იყო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი ბინაში ქირით ცოტა ხნის წინ გადავიდა. […]
„კანონიერი ქურდი“ მამუკა ონიანი „საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“ სასამართლოში დაობს
46 წლის ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ მამუკა ონიანმა ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლოს სამი სარჩელით მიმართა. კრიმინალური “ავტორიტეტი“ უკრაინის ეროვნულ პოლიციას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. მამუკა ონიანი, რომელიც უკრაინაში გასული წლის გაზაფხულზე დააკავეს, ითხოვს სამათალდამცავი უწყების მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. საუბარია იმაზე, რომ „ტარიელ ონიანის ძმის შვილი, მამუკა ონიანი არის „კანონიერი ქურდი“, რომელიც ინარჩუნებს […]
ოზურგეთში მამამ შვილი მოკლა
მკვლელობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში. გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა. „გურია ნიუსი” ესაუბრა მერის წარმომადგენელს ნარუჯაში. მან ფაქტი დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ მკვლელობის ადგილზე იმყოფება პოლიცია. „კონფლიქტური ოჯახი არ ყოფილა. არ ვიცი რა მოხდა. პოლიცია გაარკვევს”,_ ამბობს ზვიად მიქელაძე. როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 11 […]
„ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე…” – გურჯაანში მეხანძრე-მაშველი მოკლეს
მკვლელობა კახეთში – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი, რომელიც მეხანძრე-მაშველად მუშაობდა, ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა. „სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო, ბექა ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე,- ამბობს მოკლულის მამა. ადგილობრივების […]
„გასროლის ხმა რამდენჯერმე გავიგეთ” – კიევის ქუჩაზე შეიარაღებულ თავდამსხმელს ეძებენ
თბილისში შეიარაღებულ თავდამსხმელს ეძებენ. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი გაქცეულია – მას პოლციია თბილისის ცენტრში 28 წლის მამაკაცის დაჭრას ედავება. დაჭრილი 28 წლის ახალგაზრდა კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველებს არ აქვთ ინფორმაცია, რას მოჰყვა დაპირისპირება მამაკაცებს შორის. გასროლის ხმა გავიგონეთ, რამდენიმე გასროლა იყო,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. სისხლისნი გარჩევა კიევის ქუჩაზე გვიან […]
მზიურის პარკის მიმდებარედ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილე დაჭრეს
თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.
სროლა მარნეულის ცენტრში
მარნეულის ცენტრში ღამის საათებში რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე წუთიანი სროლის შემდეგ დაზიანდა ავტომობილები. ადგილობრივების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე დილით დაიწყეს. „დაახლოებით ღამის 2-3 საათი იქნებოდა სროლის ხმა რომ გავიგეთ, აივანზე გამოვედით და ვნახეთ, რომ ძირს მასრები ეყარა. დილით გამოვედი და ვნახე, რომ სროლისას […]
იტალიაში ქართველი დააკავეს, რომელიც სუპერმარკეტიდან ალკოჰოლის მოპარვას ცდილობდა
იტალიაში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, 31 წლის კაცი ლაციოს რეგიონთან, ერთ-ერთ დასახლებაში, მაღაზიის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ის რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლური სასმლისთვის ეტიკეტის მოხსნასა და მათ ჩანთაში დამალვას ცდილობდა. კაცს 6 ბოთლი უპოვეს, რომელთა საერთო ღირებულება 150 ევროა. კაცმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა და თანამშრომლებს ემუქრებოდა, თუმცა პოლიციის დროული […]