დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრესდიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო დაიწყო.

დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.