კატეგორია: სამართალი

ბაჩო ახალაია საავადმყოფოდან ციხეში დააბრუნეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ბაჩო ახალაია ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გეგმიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. ახალაიას შემოწმება 23 მაისს ჩაუტარდა. – გეგმიური შემოწმების მიზნით იყო გაყვანილი საავადმყოფოში. არაფერი საგანგაშო არაა. ჩაუტარდა გამოკვლევები და ის ჯანმრთელადაა. ის უკვე […]

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს 19 წლით ციხე მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 35 წლის ბადრი ნათობაძეს სოსო ჯოხაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასთან ერთად, ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება. როგორც “ნიუპოსტს” სასამართლოდან აცნობეს, წარდგენილი ბრალის თანახმად, ბადრი ნათობაძეს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე განზრახ […]

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახლიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღეს? – რა ინფორმაცია აქვს შსს-ს

ბიზნესმენი ბუბა ქებურია გაქურდეს. გამოცემა “თაიმერი” წერს, რომ ქებურიას სახლიდან ქურდებმა ბიზნესმენი დააძინეს და მისი სახლიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღეს.”ნიუპოსტი” შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მღებრიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ბუბა ქებურიას სახლიდან ნახევარი მილიონი დოლარის მოპარვის ფაქტი არ დასტურდება. უწყება ქურდობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა კონკრეტულად რა არის მოპარული ქებურიას სახლიდან არ კონკრეტდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

სასამართლომ გაამართლა ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი და მეზობელი სცემა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც პროკურატურა მისი ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობას და მეზობლის ცემას ედავებოდა. ბრალდების თანახმად, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 (1) მუხლის პირველი ნაწილით და 125 მუხლით (2016 წლამდე მოქმედი რედაქცია), რაც ოჯახში ძალადობას და ცემას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ყოფილი ქმარი […]

სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დემირელის კოლეჯის ბრალდებულ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუკს აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადაციო სასჯელი შეუფარდა, რაც 3-თვიან პატიმრობას ითვალისწინებს. მუსტაფა ემრე ჩაბუკისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურა თურქეთის საგამოძიებო უწყებებიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე თურქეთის მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას და მოგვიანებით მის ექსტრადირებას ითხოვდა. პროკურორების ინფორმაციით, ჩაბუკს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად. […]

ავარია საწარმოში – უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიწვა

„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ელექტრო ცეხში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. პაციენტებს 80 % დამწვრობა აქვთ მიღებული. დაშავებულებს უახლოეს პერიოდში თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვენენ. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მომდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

ლაშა თორდია: „თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს”

მთავარი აუდიტორის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტზე საუბარს არასდროს დაანებებს თავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია მის დაკავებას არ გამორიცხავს.როგორც მთავარმა აუდიტორმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ “პამ კლუბში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფორსირებულ დროში დაკითხავენ და ა საგამოძიებო და სასამართლო პროცესები ფორსირებულ რეჟიმში წარიმართება. – არ გამოვრიცხავ არაფერს. დარწმუნებული ვარ დამიბარებენ დაკითხვაზე. ფორსირებულ […]

დიმიტრი გაბუნია: „დიდ გაურკვევლობაში ვარ“

 კლინიკა „ლანცეტის“ საქმესთან დაკავშირებით დიმიტრი გაბუნიას გვარმაც გაიჟღერა. „ახალი თაობასთან“  მან განაცხადა, რომ არ იცის, რატომ ახსენეს მისი გვარი. _ ბატონო დიმიტრი, კლინიკა „ლანცეტის“ სკანდალთან დაკავშირებით, მისი დირექტორის მხრიდან თქვენმა გვარმაც გაიჟღერა. რა კავშირში ხართ ამ საქმესთან? _ აბსოლუტურად დიდ გაურკვევლობაში ვარ. თაღლითობაში ეჭვმიტანილმა ადამიანმა რატომ დაასახელა ჩემი სახელი და გვარი, არ ვიცი. მე ნინო […]

ნინო კუზანოვა: „არ ვიცი, რატომ მედავებიან კარლო კეკელიძის სიკვდილში“

„ახალი თაობა“ კლინიკა „ლანცეტში“ განვითარებულ მოვლენებზე გთავაზობთ ინტერვიუს ნინო კუზანოვასთან. _ ქალბატონო ნინო, „ლანცეტის“ სკანდალთან დაკავშირებით რატომ გაიჟღერა თქვენმა გვარმა, რაში გადანაშაულებთ კლინიკის ხელმძღვანელი? _ იცით, ეს განცხადებები რომ წავიკითხე, მწარედ გამეცინა. მადანაშაულებს იმაში, რომ თურმე მე ყველაფერში ხელს ვუშლიდი. უფრო მეტი უნდა შემეშალა, მაგრამ ამისი არც ძალა მქონდა და არც ძალაუფლება და ზუსტად მაგიტომ […]

გელა ნიკოლაიშვილი: „ფარმან ჯეირანლის ძმას კლინიკა „ლანცეტის“ გაყიდვა შესთავაზეს“

23 მაისს კლინიკა ლანცეტის დირექტორს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ 100.000 ლარის გადახდას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. დაკავებული ფარმან ჯეირანლი აცხადებს, რომ არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რათა საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა. „ახალი თაობა“ ფარმან ჯეირანლის ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა. _ ბატონო გელა, […]