თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ბაჩო ახალაია ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გეგმიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. ახალაიას შემოწმება 23 მაისს ჩაუტარდა.
– გეგმიური შემოწმების მიზნით იყო გაყვანილი საავადმყოფოში. არაფერი საგანგაშო არაა. ჩაუტარდა გამოკვლევები და ის ჯანმრთელადაა. ის უკვე დაბრუნებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

