საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 00:56 საათზე, დღეს სოფელ სამებასთან მოხდა 3,1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”-, აღნიშნულია ინფორმაციაში. სოფელ სამებასთან ბოლო ორ თვეში ოცზე მეტი მიწისძვრა მოხდა. სოფელი სამება საქართველო-სომხეთის საზღვართანაა.
კატეგორია: საზოგადოება
მშობიარე ნინო ქუთელია ქუთაისში კორონავირუსით გარდაიცვალა
სკოლის პედაგოგი, 43 წლის ნინო ქუთელია, რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ქუთაისში “ბომონდის” კლინიკაში მოათავსეს, დღეს დილით გარდაიცვალა. მას საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 43 წლის ქალი კორონავირუსით, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაინფიცირდა, რის გამოც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რუსთავი 2
ექიმმა კახა ბუცხრიკიძემ პირდაპირ ეთერში შიმშილობა გამოაცხადა
ექიმმა კახა ბუცხრიკიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში შიმშილობა გამოაცხადა. “ვაპირებ შიმშილობას, ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ მკითხავენ ასეთ დღეში რატომ ვართ, ვუპასუხებ რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო… პარტიული არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვარს სცილდება. პატიმარი რომელიც 45 დღეა შიმშილობს, დასცინიან. მთელი რუსეთი გაახარა. მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია… მე შემიძლია ავადმყოფს ვუმკურნალო და […]
სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია”, – […]
“არ დამაკავო, პოლიციელო, აქ შენს გამოც ვდგავარ”
ფოტო აქციიდან, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ფოტო-რეპორტიორმა დააფიქსირა. ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები მეტროსადგურ “ავლაბართან” შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობას იწყებენ. აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა 2 საათით იქნება ჩაკეტილი.
17 ნოემბერს თბილისში მოთოვს – როგორი ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსებისინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 16 ნოემბერს ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიკლებს და იწვიმებს. 17-18 ნოემბერს გამოიდარებს და ჰაერი +14, +15 გრადუსამდე გათბება. 16 ნოემბერს წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. ხოლო 17 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში თოვლჭყაპს ელოდებიან, ტემპერატურა +7 გრადუსამდე შემცირდება. 18 ნოემბრიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. თბილისში 16 ნოემბერს იწვიმებს […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
„კალიუმის მონაცემი 2,8 არის საგანგაშო და მიხეილ სააკაშვილს აქვს 2,6. ეს არის ინფარქტის წინაპირობა“ – ეკა ხერხეულიძე
მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს მისი თანამებრძოლი ეკა ხერხეულიძე და უკვე საგანგაშოს უწოდებს იმ მაჩვენებლებს, რომელიც მესამე პრეზიდენტს აქვს. ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ მოინახულა “კალიუმის მონაცემი, რასაც ანალიზი გვკარნახობს, არის საგანგაშო. 2,8 უკვე არის საგანგაშო და მიხეილ სააკაშვილს აქვს 2,6. ეს არის ინფარქტის წინაპირობა და მარტოა ადამიანი, დახმარების გარეშე […]
გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპა ჩვენი სახლია” ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, დამოუკიდებელი მონიტორების გარეშე დარჩენილი პროცესი პირდაპირი მნიშვნელობით დაბოქლომდა. “წულუკიანის და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირის (მათ შორის იმ “ექსპერტების, რომლებიც ყველა ეტაპზე უარყოფდნენ არსებულ რეალობას) გარდა არავინ იცის რეალურად რა ხდება ბოქლომს მიღმა დამძიმებულ მდგომარეობაში […]
გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი თავად გიული ალასანია იყო. როგორც ის აღნიშნავს, მან იცის, რომ პატრიარქისთვის სულერთი არ არის სააკაშვილის მდგომარეობა. “მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ვისაუბრეთ, ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. პატრიარქი, სამღვდელოებასთან ერთად იყო, […]









