ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში, გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა გულწრფელად ისაუბრა: „არასდროს დაუძალებიათ, – უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო… თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება პირველ რიგში მშობლებისთვის გვიწევდა და მერე […]
კატეგორია: საზოგადოება
„21 სექტემბერს, სადაც არ უნდა იყოთ…“ – პატრიარქი საზოგადოებას მოუწოდებს
21 სექტემბერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევთ ღვთისმშობლის შობას, დღის 12:00 საათზე ყველამ უნდა წარმოთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა. ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. როგორ უწმინდესმა ბრძანა ამ […]
ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის ქუჩები დაიტბორა
შსს – „ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის”
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან […]
„გვიშველეთ! გული გამისკდება მგონია, საშინელი მდგომარეობაა, საშინელი!“ – სტიქია გურიაში
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული თორნიკე ჩხარტიშვილია. ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები. ლანჩხუთში ეძებენ კიდევ ერთ მოზარდს. „მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, […]
ჩოხატაურელი მაშველი, რომელმაც რაჭაში 21 გარდაცვლილი იპოვა
მთელი საქართველო შეძრა 3 აგვისტოს, რაჭაში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წამოსულმა სასტიკმა და ძლიერმა მეწყერმა, რომელმაც დააზიანა სასტუმრო „სანსეტ შოვი“ და ფაქტობრივად, შოვის ტერიტორია ტალახის უზარმაზარმა მასამ მოიცვა. უამრავი ადამიანი, რომელიც ამ დროს კურორტზე, სხვადასხვა კოტეჯსა თუ სასტუმროში იმყოფებოდა, აღმოჩნდა იმ ტალახის და ღვარცოფის მასაში, რომელმაც წალეკა თვით კურორტთან დამაკავშირებელი ხიდი. ყვლაზე დიდი ტრაგედია ის იყო, […]
რუსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა
უსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ. მისივე თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი გარდაიცვალა
ცნობილი ჟურნალისტი, ირმა კახურაშვილი, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ირმას მეგობრები ავრცელებენ. „ოქროსფერ შემოდგომას გაჰყვა…ოქროსფერი ირმა. ახლა უკვე მგონია, რომ სულ ახლახან ერთად შევაღეთ რედაქციის კარი. მერე… გავიდა წლები… სულ რომ გახსოვს ან გახსენდება, ნიჭიერი, თითქოს მორცხვი, თავმდაბალი და ოქროსფერი. წლების მერე შეხვედრა, საკრალური რომ გინდა იყოს და ებღაუჭები. მე […]
ნინო ნადირაძე ახალ გადაცემას წაიყვანს
კლინიკა „ვივა მედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს. როგორც ცნობილია მისი თანაწამყვანი გიორგი ჩიჩუა იქნება. „ახალი სატელევიზიო სეზონის მთავარი სამედიცინო სიახლე! ტელეკომპანია იმედი” და პრაიმშოუ სტუდია” წარმოგიდგენთ ახალ სამედიცინო პროექტს – იმუნიტეტი! ◽ ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა ◽ ექიმირეზიდენტები ◽ პაციენტები რეალური ისტორიებით ◽ სამედიცინო რჩევები ◽ დეტალური ანალიზი […]
ხონში, კინჩხის კანიონთან დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა
ხონში, კიჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. როგორც ცნობილია, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. წვიმის გამო ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.










