50 წლის ქალმა შვილის ყოფილი შეყვარებული ჩხუბში ნოკაუტში ჩააგდო

პოლონეთში იუთუბერის დანიელ ზვიერჟინსკის დედა და დანიელის ყოფილი შეყვარებული წესების გარეშე ორთაბრძოლაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.

თაყვანისმცემლების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ იუთუბერის ყოფილი შეყვარებული, 19 წლის ნიკიტა ალოკინი გაიმარჯვებდა. დედის, 50 წლის მალგორზატა ზვიერჟინსკას უპირატესობა მისი დიდი წონა იყო: 65 კილოგრამი ალოკინის 47,5 კილოგრამთან შედარებით.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იუთუბერის დედამ პირველ რაუნდში შვილის ყოფილი შეყვარებული ხალიჩაზე დააგდო, მეორეში კი მისი ნოკაუტში ჩაგდებაც მოახერხა. ამის შემდეგ გამარჯვებულად მალგორზატა ზვიერჟინსკა გამოცხადდა.

წყარო: პრაიმ ტაიმი