კატეგორია: საზოგადოება

ცნობილი ქირურგის კლინიკა უკანონოდ საქმიანობდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში” უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგულირების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდ პაციენტს, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს”, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. […]

სამირა ბაირამოვა – „ამ სახლში ცხოვრება ჩემთვის არ არის უსაფრთხო… ვცდილობ, სახლში მქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა“

აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მუქარის შემდეგ გადაწყვიტა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა სახლის კედლებზე წარწერების დატოვება წითელი ხაზი იყო. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში ისაუბრა. „დღეს მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ უნდა შევიცვალო ჩემი საცხოვრებელი ადგილი. კონკრეტულად არ ვიცი, საქართველოში სხვა რეგიონში გადავალ თუ საზღვარგარეთ, მაგრამ დროებით მომიწევს […]

თავდაცვის მინისტრის ვაჟის  გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორწილი წინანდალში

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ვაჟის ნიშნობა, გუშინ წინანდალში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორწილით დაგვირგვინდა. და­თუ­ნა ბურ­ჭუ­ლა­ძის რჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი, წა­ლენ­ჯი­ხე­ლი ზო­ზია ქარ­და­ვაა. წყვილ­ის ქორწილის ამსახველი ფოტო-ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. რაც შე­ე­ხე­ბა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ე­ბის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი რვა შვი­ლის მა­მაა. „ენით აღუწერელი ზღაპრის ულამაზესი გმირები უფალმა გამრავლოთ და გაუნელებელ სიყვარულსა და ბედნიერებაში გაცხოვროთ” -წერენ სოციალურ ქსელში. ახალგაზრდა […]

ნინო სუხიშვილი – „შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ გა­ვა­ჩი­ნე… ვთვლი, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ასე უნდა მოხ­დეს…”

 ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში “მხო­ლოდ ლე­ლას­თან” სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა გულწრფელად ისაუბრა: „არას­დროს და­უ­ძა­ლე­ბი­ათ, – უნდა იცეკ­ვო, გა­აგ­რძე­ლო ჩვე­ნი საქ­მეო… თვლიდ­ნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდო­მე­ბო­და და ჩვენ­ში ამის მო­ნა­ცე­მი და­ე­ნა­ხათ. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მე და ილი­კომ ეს საქ­მე ლან­გრით მი­ვი­ღეთ. ჩვენ მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მეთ და ამის მტკი­ცე­ბა პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლე­ბის­თვის გვი­წევ­და და მერე […]

„21 სექტემბერს, სადაც არ უნდა იყოთ…“ – პატრიარქი საზოგადოებას მოუწოდებს

21 სექტემბერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევთ ღვთისმშობლის შობას, დღის 12:00 საათზე ყველამ უნდა წარმოთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა. ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. როგორ უწმინდესმა ბრძანა ამ […]

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის ქუჩები დაიტბორა

დღეს ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რუსთავში, რის შედეგადაც უხვი ნალექის გამო ქალაქის ქუჩები დატბორილია. ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.

შსს – „ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სტიქიის ზონაში რჩება და საგანგებო შტაბს უწევს კოორდინაციას. გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან […]

„გვიშველეთ! გული გამისკდება მგონია, საშინელი მდგომარეობაა, საშინელი!“ – სტიქია გურიაში

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული თორნიკე ჩხარტიშვილია. ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები. ლანჩხუთში ეძებენ კიდევ ერთ მოზარდს. „მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, […]

ჩოხატაურელი მაშველი, რომელმაც რაჭაში 21 გარდაცვლილი იპოვა

მთელი საქართველო  შეძრა 3 აგვისტოს, რაჭაში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წამოსულმა სასტიკმა და ძლიერმა მეწყერმა, რომელმაც  დააზიანა სასტუმრო „სანსეტ შოვი“ და ფაქტობრივად, შოვის ტერიტორია ტალახის უზარმაზარმა  მასამ მოიცვა. უამრავი ადამიანი, რომელიც ამ დროს კურორტზე, სხვადასხვა კოტეჯსა თუ სასტუმროში იმყოფებოდა, აღმოჩნდა იმ ტალახის და ღვარცოფის მასაში, რომელმაც წალეკა  თვით კურორტთან დამაკავშირებელი ხიდი. ყვლაზე დიდი ტრაგედია ის იყო, […]

რუსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა

უსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ. მისივე თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.