„გვიშველეთ! გული გამისკდება მგონია, საშინელი მდგომარეობაა, საშინელი!“ – სტიქია გურიაში

„გვიშველეთ! გული გამისკდება მგონია, საშინელი მდგომარეობაა, საშინელი!“ - სტიქია გურიაშიცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული თორნიკე ჩხარტიშვილია. ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

ლანჩხუთში ეძებენ კიდევ ერთ მოზარდს.

„მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, ცოცხალი იყოს, სხვა არაფერი მინდა. უკარგეს ბიჭს ვეძებთ. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, ძალიან კარგი ინტელიგენტი ოჯახის შვილია, ძალიან კარგი ბიჭი. ძალიან მძიმე დღეში ვართ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. იმედი გვაქვს, რომ ბავშვი ცოცხალი იქნება“, – ამბობს ადგილობრივი.

„მართლაც უმძიმესი და საშინელი მდგომარეობაა. სუფსაში ყანები და სათიბი ფართობები სრულია განადგურებულია. ფართოდ არის მეწყერი ჩამოწოლილი. ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლი წყალშია. კარგია, რომ ამოქმედდა მერიის ცხელი ხაზი და იმედია მოხდება ამ ზარალის ზუსტი აღრიცხვა და მოსახლეობის დროული დახმარება!

წვალებით და გამწარებით ვშრომობთ იმისთვის, რომ ლუკმა-პურის ფული ნახონ ხალხმა. სახლში მშიერი არ დარჩეს და უცებ ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს. სახლში ჯდომით არაფერი კეთდება, შრომობ და ი, კი დაინახეთ რაც მოხდა. სად წავიდეთ, ვის დავაბრალოთ, რა გავაკეთოთ. ვინ გვიშველის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოსტანზე როგორ ვიტიროთ როცა ანგელოზი ბავშვი წაგვართვა სტიქიამ. ამას ხომ ვერ შეჩერებ და ვერავის დააბრალებ. უფალმა დაგვიფაროს და გამძლეობა მოგვცეს ყველას. ​​საშინელი მდგომარეობაა. საშინელი რა გვეშველება არ ვიცით.

იმედია დაუდგება გვერდით, მთავრობა დაზარალებულ მოსახლეობას! ჩემო გურულებო, ძალა და რწმენა, არ მოგიშალოთ მამაზეციერმა!“ – გვიყვებიან სტიქიის ზონიდან ადგილობრივები.