საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 23:42 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კატეგორია: საზოგადოება
თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა
ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა. თამაზ კვაჭანტირაძე 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი, ხოლო 1978-1990 წლებში ჟურნალის — „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი. ავტორი და წამყვანია საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. თამაზ კვაჭანტირაძე 2000-2008 წლებში […]
დიღომში სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალს აწყობენ
დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი ვიდეომასალა „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე საწოლების მობილიზება ხდება და ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი დაწყებულია. “ინტერპრესნიუსს” ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დიღმის ოლიმპიური სოფლის დარბაზში საველე ჰოსპიტალის მოწყობისთვის მზადება მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. იპნ
4.314 ინფიცირება, 35 გარდაცვალება, 4.519 განკურნება – 14 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 261 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 481 578-ს. […]
ლელა წურწუმია ჟანგბადდამოკიდებულია – ლევან რატიანი
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. კლინიკაში მომღერლის დაინფიცირების ფაქტი დაგვიდასტურეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა. ჯერჯერობით უცნობია, გაჩნდება თუ არა ესტრადის კლასტერი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია. “ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე […]
„ახალი თაობის“ ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი გარდაიცვალა
„ახალი თაობის“ ყოფილი ჟურნალისტი ირაკლი გოგორიშვილი გარდაიცვალა. „ირაკლი აღარ მყავს, მისმა გულმა ვერ გაუძლო ამ ტანჯვას“ , – წერს ფეისბუქში ირაკლი გოგორიშვილის მეუღლე, ეკა ჯავახია. ირაკლი კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული. გარკვეული დროის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარე ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო, ირაკლის გულმა […]
ტიკარაძე – “შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-ით გააუმჯობესებს”
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებათაშორისმა საბჭომ გადაწყვეტილება შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით დაკვირვების რეჟიმიდან გამომდინარე მიიღო. „ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს და ვთვლით, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ […]
5.579 ინფიცირებული, 50 გარდაცვლილი, 1.867 განკურნებული – 13 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 063 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს. […]
ანი გელაშვილი – “ჩემი და ფაიზერით 14 აგვისტოს უნდა აცრილიყო, მაგრამ 7 აგვისტოს გარდაიცვალა”
34 წლის თაკო გელაშვილი-გეჯაძე კოვიდით 7 აგვისტოს გარდაიცვალა. როგორც “ამბებს” თაკოს და, ანი გელაშვილი უამბობს, ივლისის თვეში ვირუსით მთელი ოჯახი ერთდროულად დაინფიცირდა. მისი თქმით, თავიდან სწრაფი ტესტი შეცდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამ ფაქტმა ინფიცირებულების სათანადო მკურნალობის პროცესი დროში გააჭიანურა. “სიმპტომები გვქონდა და ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. როცა უკვე საბოლოოდ დაგვიდასტურდა, საკმაო […]
თამარ მამამთავრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
თამარ მამამთავრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას კრონის დიაგნოზი დაუსვეს და საოპერაციოდ დიდ თანხას საჭიროებს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ: საქართველოს ბანკი: GE82BG0000000884627500 მიმღები: თენგიზ გალუაშვილი TBC ბანკი: GE64TB7475945061100089 მიმღები: თენგიზ გალუაშვილი რუსთავი 2









