საბურთალოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა. ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მათ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს. […]
კატეგორია: საზოგადოება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი იზღუდება – კიდევ რა იკრძალება ამ პერიოდში
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში […]
ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულს ნაყოფი დაეღუპა – პაციენტს საკეისრო კვეთას ვერ უკეთებენ
ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” 31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. 7 თვის ორსული პაციენტი ქუთაისის კლინიკაში ბათუმიდან ორი დღის წინ ჩაიყვანეს. მძიმე მდგომარეობის გამო ნაყოფი მალევე დაიღუპა, თუმცა ექიმები საკეისრო კვეთას ამ დრომდე ვერ უტარებენ და ვერც თბილისში გადაჰყავთ, რადგან მათი განცხადებით, პაციენტი მგზავრობას ვერ გაუძლებს. კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი გზით მოხდება.
საქართველოში წუხელ 2 მიწისძვრა მოხდა
5.128 ინფიცირებული, 49 გარდაცვლილი, 3.310 განკურნებული – გუშინდელი კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 832 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 466 326-ს. […]
“ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი” – გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა
ტელეწამყვანმა გურამ როგავამ ტელეკომპანია რუსთავი 2 დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჟურნალისტი ავრცელებს. “მადლობა “რუსთავი 2”-ს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, – ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი. ცვლილებების დროა! მადლობა მაყურებელს, […]
ახალციხელი მასწავლებლები ბიძინა კულუმბეგოვმა და სხვა ექიმებმა აცრეს
გაეროს ბავშვთა ფონდის ფარგლებში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის შესახებ კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა – ამჯერად, ახალციხის სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის […]
5.352 ახალ შემთხვევა, 48 გარდაცვალება, 2.635 განკურნება – კოვიდის ახალი სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 564 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 866 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს. […]








