შაბათს, 27 მარტს, საფრანგეთში, არდენის დეპარტამენტის შარლევილ-მეზიერის პრეფექტურაში ქართველი ახალგაზრდის საქართველოში გაძევების გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც ფრანგული მედია წერს, 18 წლის ვიტალი, რომელიც შარლევილ-მეზიერის თავშესაფარში ცხოვრობს, მულენ დე რევენის ლიცეუმში მზარეულის პროფესიას ეუფლება და ოცნებობს, შეფმზარეული გახდეს. მას თავშესაფარზე უარი ეთქვა და ის დეპორტაციას და საქართველოში გაძევებას ექვემდებარება. გარდა საპროტესტო აქციისა, რომელშიც ვიტალის ლიცეუმის მოსწავლეებისა […]
კატეგორია: საზოგადოება
ღარიბაშვილი – “გვარამია სიძულვილის და ბოროტების ეტალონია, დღეს გახდა მოსიყვარულე?!”
ჟურნალისტებთან სიძულვილის ენაზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს “სიძულვილის და სიბოროტის ეტალონი” უწოდა და იქვე დაამატა, რომ ის სიძულვილის ენის წინააღმდეგია. “მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სიძულვილის. გვარამია არის ზოგადად ეტალონი სიძულვილის, სიბოროტის და ღვარძლის ნთხევის, დღეს გახდა მოსიყვარულე?! მათ უნდა შეცვალონ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ და დაასრულონ ეს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის […]
ნინო ლომჯარია ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა – “ცოტა მტკივნეულია”
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო “ასტრაზენკას” ვაქცინით აიცრა. “ცოტა მტკივნეულია” – აღნიშნა სახალხო დამცველმა აცრისას, თუმცა ის საზოგადოებას მოუწოდებს აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ვაქცინაციას საქართველოში 14 ათასამდე ადამიანი ელოდება. ეს არის იმ პირთა რაოდენობა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა. აქედან “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთებას აპირებს 10 ათას 700 ადამიანი, ასტრაზენეკას კი 3 ათას 263 პირი. პარასკევის მონაცემებით, ახლად დარეგისტრირებულთა მხოლოდ 25 […]
სამთავისის საკათედრო ტაძარი 10 დღით დაიკეტა
კოვიდინფექცია მაღალი იერარქიის სასულიერო პირს – სამთავისისა და კასპის ეპარქიის წინამძღოლს დაუდასტურდა. “კურიერის” ინფორმაციით, მეუფე დამიანე და მონასტრის სხვა წევრები ხუთშაბათიდან თვითიზოლაციაში იყვნენ გადასული. 10 დღით დაიკეტა სამთავისის საკათედრო ტაძარი. ამასთან, გამოვლენილი შემთხვევების გამო, სამთავისისა და იგოეთის სკოლები და საბავშვო ბაღიც დაიკეტა და სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. რუსთავი 2
ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა
ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა. ამის ამსახველ ფოტოს Facebook-ზე გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს. “ჩავარდნილა უბრალოდ, მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი”, – წერს გოდოლაძე. მისი თქმით, ჯერჯერობით არაფერი საპანიკო არ არის. “ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ორი თვე ან 20 დღე. ეს არის ჩვეულებრივ, დინამიკაში მყოფი მეწყერი, რომელიც აუცილებლად დაიძვრება და ამისთვის შესაბამისი ზომებია მისაღები, რომ პრევენცია მოხდეს. არ შეიძლება ეს […]
“კლასში არავინ მეკარებოდა.. არ იციან, რომ გადამდები არ არის” – მირანდა შავაძის ისტორია
მირანდა შავაძე, რომელსაც სახის კანზე პრობლემები აქვს, გადაცემა “შორენას ეფექტში” თავის ისტორიას ყვება. “მე-7-8 კლასში ვიქნებოდი, როცა დამეწყო სახეზე უმნიშვნელო ცვლილებები. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ძალიან ცუდ სახელებს მეძახდნენ სკოლაში. ახლოს არ მიკარებდნენ. ახლა მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ ვარ, მაგრამ ვერ ვაპატიებ ამას. არა მარტო სკოლაში იყო ბულინგი, ავტობუსში რომ დავჯდებოდი, გადაჯდებოდნენ ან ფეხზე დგებოდნენ. […]
“კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა” – ზურაბ ფაღავა
თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, -ამის შესახებ კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა. “ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე.წ. სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს […]
“დირექტორთან შევედი, შუებს გავასინჯებ-მეთქი, იმათ კი სამსახურიდან გამომიშვეს” – ხატია შამუგიამ ისი პარიდან წამოსვლა გაიხსენა
ხატია შამუგიამ გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” სტუმრობისას ისი პარიდან წამოსვლის დეტალებზე ისაუბრა. ხატია შამუგია “ისი პარიში” პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელად 12 წელი მუშაობდა, “ერთ დღესაც, როდესაც წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, გადავწყვიტე, შუები გამეკეთებინა, წავიღე სამსახურში, გავასინჯე ყველას, შემდეგ შევედი დირექტორის კაბინეტში, ის და “ეიჩარი” ისხდნენ, ვიფიქრე, მათაც გავასინჯებთქო… ძალიან ისეთი სახეები ჰქონდათ, ცუდად მენიშნა. […]
“კოვიდის გადატანის მერე ფილტვში გაურკვეველი წარმონაქმნი გაუჩნდა” – ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს დახმარება სჭირდება
ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამოკვლევები და ოპერაცია ესაჭიროება. მისი ჯანმრთელობის გაუარესება პოსტკოვიდურ პერიოდს უკავშირდება. კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გაჩნდა გაურკვეველი ეტიოლოგიის კეროვანი წარმონაქმნი ფილტვში, რაც უცხოეთში მკურნალობას საჭიროებს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე – „საქართველოს ბანკი” – GE47BG0000000148263300. მიმღები იაკობ ალხაზაშვილი. „თიბისი ბანკი” – GE18TB7022745061100103. მიმღები გვანცა ციმინტია. იპნ
რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კალაძეს დაუდასტურდა
ცოტა ხნის წინ გავრცელდა კახა კალაძის პოსტი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა. ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარმოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. დაავადების მიზეზებია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა; მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი; ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია, არტერიების გასკდომა და სხვა. დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი […]









