ჩემი აზრით, შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ბოჭორიშვილისკლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის კუთხით ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის, განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ […]
კატეგორია: საზოგადოება
პირბადეების თვითღირებულება 13 თეთრია – როგორ მდიდრდებიან პანდემიის დროს საქართველოში?
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე საქართველოში პირბადეების ფასის 15 თეთრამდე შემცირებას ითხოვს. როგორც მან „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, პანდემიის დროს პირბადეებზე ფულის შოვნა არის ღალატი. მისივე თქმით, ფარმაკომპანიები და აფთიაქები პირბადეების რეალიზაციაზე 200 და 300 პროცენტიან მოგებას აკეთებენ, რაც მიუღებელია. „ჩვენ ვამბობთ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო წამალი და „ვაქცინა“, რაც გვაქვს, არის […]
დათო სუბელიანი დაკარგულ ძმას ეძებს
მოქალაქე დათო სუბელიანი დაკარგულ ძმას ეძებს. ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს, რათა მისი ძმის მოძებნაში დაეხმარონ. „მეგობრებო დაკარგულია ჩემი ძმა, თუ ვინმეს გინახავთ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გთხოვთ დამირეკოთ ან მომწეროთ ნებისმიერ დროს. (თან ახლავს ლეკვი იაგტერიერის, აცვია დუტის კურტკა შავი ფერის, სპორტული შარვალი და კეტები, ატარებს წვერს და დაახლოებით 1.65 […]
“ქართული ოცნების” დეპუტატი ქობულეთის საკრებულოში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა
ქობულეთის საკრებულოში სოფელ დაგვას მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დეპუტატი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. დეპუტატს კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდგინდა, იგი მკურნალობას სახლში გადიოდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, კლინიკაში მოათავსეს. დეპუტატი ორი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იპნ
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. მათი ასაკი 50-დან 72 წელია. საავადმყოფოს მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, კლინიკაში სულ კოვიდცენტრში 174 ინფიცირებული მკურნალობს. მისი განცხადებით, 47 პაციენტი რეანიმაციაშია, მათგან 11 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზეა, 33 პაციენტს კი სჭირდება ჟანგბადის მუდმივ რეჟიმში მიწოდება. ამ დროისთვის კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში 40-მდე ადგილია თავისუფალი. დღეს კლინიკიდან 20 გამოჯანმრთელებულის […]
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
წუხელ საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში, რუსეთში, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე დაფიქსირდა. მთავარი
ვინ აჩუქა პაატა იმნაძეს მილიონნახევრიანი ბინა?!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს წელს ძვირადღირებული შენაძენი აქვს: მისი ოჯახის მფლობელობაში აღმოჩნდა ძვირადღირებული ბინა, თუმცა უცნობია საიდან აქვს კორონავირუსთან მებრძოლი სამეულის ერთ–ერთ წევრს ამ ბინის შესაძენი ფული. ჭავჭავაძის 60 ნომერში, ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ახალაშენებული 22 სართულიანი კორპუსი მდებარეობს. მე-17 სართულზე, 200 კვადრატამდე ბინის მფლობელი პაატა იმნაძეა, რომელმაც ბინაში […]
გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი
ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი. დონარა კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლის ასაკში მოვიდა ტელევიზიაში და 45 წელი იმუშავა. დონარა კინწურაშვილი იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი. 80-იანი წლების მაყურებელს კარგად ახსოვს გადაცემა „ცეროდენას ეკრანი“, რომელიც დონარა კინწურაშვილს მიჰყავდა.
თამარ ჟვანიამ ერთ წელში ბინა შეიძინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაღალი შემოსავალი – თამარ ჟვანიამ, დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს ხელფასის სახით 113 697,9 ლარი აიღო. დამატებით, კიდევ 1 617 ლარი გამოიმუშავა, რომელიც “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” ლექტორის პოზიციაზე ყოფნისთვის მიიღო.გარდა ამისა, ჟვანიამ გასულ წელს თბილისში ორი ბინა შეიძინა – ერთი ქავთარაძის 58 ნომერში, რომელიც 61,1 კვ.მ-ია და 44 000 დოლარი ღირდა, […]
რუსთავში კორონავირუსით დები გარდაიცვალნენ
რუსთავში კორონავირუსით 61 და 52 წლის დები, ნაილი და ნანა იაშაღაშვილები გარდაიცვალნენ. იაშაღაშვილები მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდნენ. როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, რუსთაველი დები კოვიდ19-ით ერთმანეთისგან დაინფიცირდნენ. ეპიდემიოლოგის თქმით, ნაილი და ნანა იაშაღაშვილები სამედიცინო დაწესებულებაში ნოემბრის თვის ერთსა და იმავე დღეს, ერთი დილის, მეორე კი საღამოს საათებში შეიყვანეს. […]









