საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და ამავე დროს „ხალხის ძალის“ წევრია, რუსული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას გამჭვირვალობის არგუმენტით ხსნის. თუმცა, გამჭვირვალობას მოწყურებული დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის ყოველწლიურად შევსებასაც მას კანონი ავალდებულებს, არც ისე გამჭვირვალეა. თუ პარლამენტარი ყაველაშვილი დეკლარაციას კეთილსინდისიერად ავსებს , გამოდის, რომ მას არ აქვს სახლი, არ აქვს მანქანა და მთელი მისი ქონება […]
კატეგორია: საზოგადოება
„ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი“ – კახა კინწურაშვილმა „იმედი“ დატოვა
ტელეწამყვანმა და მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა – ინფორმაციას გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცლებს. „მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით… მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ […]
სპეცრაზმელმა აქციის მონაწილე გოგოს წიწაკის სპრეი სახეში დამიზნებით შეასხა – ვიდეო
მაშველი ძაღლი „ტინტო“ სპეციალური ჟეტონით დაჯილდოვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს […]
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის განცხადება ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა არაგეგმური მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკიდურესი გადაწყვეტილება, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის მიმდინარე წლის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების დღიდან სკოლამ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ავტორიზაციისა და მონიტორინგის […]
თავშესაფრის მაძიებელი ქართველი გარდაიცვალა, რომელიც ბელგიის იზოლატორში სამი კვირა შიმშილობდა
ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ. ამ ფაქტის გამო, ის ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა და ის სამედიცინო პერსონალის […]
„სქემ-მონაზონი ეფრემი (ზვიადაძე), რომელიც 17 წელი მდუმარებაში იყო, გარდაიცვალა“
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე – სიკვდილის პირას არის, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არ მინახავს, ვაზიარე და წამოვედი“
„ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომაა. სიკვდილის პირას არის, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არ მინახავს”, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. „მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ, ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ხელი აქვს ჩავარდნილი, წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ისეთი გამხდარია, განლევა არის კუნთების. […]
საქართველოს ღირსშესანიშნეობები
საქართველო, კლდისა და ქვის ქვეყანა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები და მონასტრები, მწვანე ბორცვები, დიდებული მთები, გამოქვაბულები და კლდოვანი პლაჟები. ქვეყანა, სადაც კულტურისა და ისტორიის მოყვარულებს სოფლებში და ქალაქებში სეირნობისას ექნებათ განცდა, რომ მათ ცოტა ხნით წარსულში ამოჰყვეს თავი. მოგზაურობის მოყვარულები გაოცდებიან მთების განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. სტუმარი შეიგრძნობს ხალხის წარმოუდგენელ სტუმართმოყვარეობას. მათ საქართველოში გაუმასპინძლდებიან უგემრიელესი კერძებითა და ღვინით. […]
პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია მივიდა
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური პრეზიდენტის სასახლეში მივიდა. ადგილზე ისინი ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან. გავრცელებული ცნობით, ისინი ადგილზე ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის წამოღების მიზნით მივიდნენ. ნამუშევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით უნდა ყოფილიყო განთავსებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.










