კატეგორია: საზოგადოება

1.928 დაინფიცირდა, 604 განიკურნა, 8 გარდაიცვალა – 24 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 1.928 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში დღეისათვის ქვეყანაში 28.431 დაინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 604 ადამიანი. საერთო ჯამში კოვიდ ინფექცია 10.767-მა პაციენტმა დაამარცხა. გარდაიცვალა 8 ადამიანი და მათი რაოდენობა 201-მდე გაიზარდა.

“ჯვრისწერისას გონზე მოვიდა და მღვდელს მადლობა გადაუხადა, მერე ისევ გაითიშა” – 23 წლის მარიამ ძაგნიძე გარდაიცვალა

"ჯვრისწერისას გონზე მოვიდა და მღვდელს მადლობა გადაუხადა, მერე ისევ გაითიშა" - 23 წლის მარიამ ძაგნიძე გარდაიცვალა

23 წლის მარიამ ძაგნიძე რამდენიმე თვის განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა. როცა საქართველოში ფინანსური რესურსი ამოეწურა, გადარჩენის იმედით საფრანგეთში ქმართან ერთად გაემგზავრა და ლტოლვილად ჩაბარდნენ. ანალიზებმა აჩვენა, რომ იოუნგის სარკომას ფესვები მთელ ორგანიზმში ჰქონდა გადგმული. უიმედო პაციენტს, რომელსაც გადარჩენის 1%-იც კი არ ჰქონდა, მაინც დაუწყეს მკურნალობა. როცა პროგრესის ნაცვლად რეგრესი დაიწყო, ექიმებმა მის მეუღლეს უთხრეს, მდგომარეობა […]

რაში იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21 საათზე მივა და ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არ უნდა შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება და რაში იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი. „საპატრიარქოს დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი, პირველ რიგში ნიშნავს 2.200 პედაგოგისა და მომსახურე პერსონალის განთავისუფლებას სამუშაო ადგილებიდან. მარტივად ავხსნი, სად შეიძლება იხარჯებოდეს ეკლესიისათვის გამოყოფილი თანხა: 2.200 პედაგოგი და მომსახურე პერსონალია ეკლესიის 76 დაწესებულებაში. […]

ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოთარ კახიძე - ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია

“ევროპული საქართველოს” წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. “მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს. ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც […]

არ მიიღოთ დექსამეტაზონი სახლში მკურნალობისას – რჩევები ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმისგან

არ მიიღოთ დექსამეტაზონი სახლში მკურნალობისას - რჩევები ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმისგან

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას ავრცელებს სოციალური ქსელით. „ვადევნებ თვალს საქართველოში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობას და გადავწყვიტე დავუბრუნდე ფეისბუკს და ასე შეგეხიდოთ ამ, ჯერაც ბოლომდე შეუცნობელი, დაავადების მართვაში. პანდემიის დაწყების დღიდან ვიყავი ჩართული ნიუ-იორკის ყველაზე ცხელ წერტილში, მაიმონიდის ჰოსპიტალში, კოვიდ ინფექციასთან ბროძოლაში. ჩვენი ჰოსპიტალი, შედეგებით საუკეთესოებში აღმოჩნდა, ამიტომაც თავს უფლებას მივცემ […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი დმანისის სოფელ ვაკეში დაფიქსირდა.

1.941 ახალი შემთხვევა – თბილისი 1.034, აჭარა 320, იმერეთი 258; გარდაიცვალა 10, განიკურნა 412 – 23 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ისაუბრა კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ […]

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, […]

კოვიდინფიცირებული 30 წლამდე ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გარდაიცვალა

კოვიდინფიცირებული 30 წლამდე ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილი 30 წლამდე ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის კლინიკაში ნინოწმინდიდან გადაიყვანეს. როგორც “კურიერთან” საუბრისას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა და ჭარბი წონა აწუხებდა.​ ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. რუსთავი 2

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლებელში ჩარიცხულია 246 სტუდენტი. მისი თქმით, სტუდენტებს ასწავლიან ქართველი და უცხოელი პროფესორები. თევზაძის თქმით, უნივერსიტეტმა სტუდენტები სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე მიიღო. როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდნეტებთან ერთად უნივერსიტეტში სწავლობდნენ უცხოელი სტუდენტები, თუმცა პირველ წელს, კოვიდპანდემიის გამო უცხოელი სტუდენტების მიღება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. მისივე თქმით, […]