ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს, რაშიც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა გოგი თოფაძე საუბრობს, თუ რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი “ლევანი ისევ […]
კატეგორია: საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე – ექიმების რეკომენდაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გადავედი
გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე აცხადებს, სიმპტომების გაუარესების გამო ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს კორონავირუსის მკურნალობას. მისივე თქმით, დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას „ლელოს” შეხვედრაში, რომელიც ხვალ რუსთავში გაიმართება. ამასთან, ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. „პირველ რიგში, უღრმესი მადლობა […]
დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა
პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. „კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა… ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ […]
„ფოტოს გადასაღებად ნიღაბი მოვიხსენი“ – სად დაინფიცირდა მამუკა ხაზარაძე?
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსით მისი დაინფიცირება ერთ-ერთ შეხვედრაზე მოხდა, სადაც ფოტოს გადასაღებად ნიღაბი მოიხსნა. ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ წევრები, რომლებსაც მასთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადადიან, პარალელურად მიმდინარეობს ტესტირება. „გუშინ მომცა დაბალი სიცხე. ერთ-ერთ შეხვედრაზე მთხოვეს სურათის გადაღება, მთხოვეს, ნიღაბი მომეხსნა და მოვიხსენი. აღმოჩნდა, რომ იქ დაუდასტურდა ერთ-ერთს, რომელიც მკურნალობს. ჩვენი გუნდის […]
ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები მასობრივად მოიწამლნენ
ოზურგეთის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში 200მდე აღსაზღრდელი მოიწამლა. ინფორმაცია ტვ პირველს ბაღების გაერთიანებაში უკვე დაუდასტურეს. გაერათიანების ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის გაერთიანებაში 83 შეტყობინებაა შესული. როგორც ცნობილია ამ წუთებში ბაღებს სურსათის უვნებლობის სამსახური ამოწმებს. სიტუაციის გარკვევაში ჩართულია ეპიდემიოლოგებიც. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ბავშვების ინტოკსიკაციის მიზეზი.
მამუკა ხაზარაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა
მამუკა ხაზარაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, […]
მარინა ენდელაძე – “ვითარება საგანგაშოა!” – 1.192 ახალი შემთხვევა საქართველოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა. მან საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა რეგულაციების არდაცვას უკავშირდება. „ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ […]
“15 წლის კოვიდით ინფიცირებული გოგონა აპარატზეა შეეერთებული” – ლალი ტურძელაძე
15 წლის კოვიდინფიცირებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, იგი უკვე ერთი კვირაა, რაც აპარატზეა შეერთებული. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა. „მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, ერთი კვირაა რაც აპარატზეა, ზუსტად როდის შემოიყვანეს არ ვიცი. სხვა მეტ დეტალს, რა დაავადებები აქვს ვერ გეტყვით, რადგან არასრულწლოვანია“, – ამბობს ლალი ტურძელაძე. პრაიმტაიმი
„კობახიძის ცოლი გახარიასთან დაასაქმეს, წულუკიანის ქმარს პრემიერმა რეგიონების მართვა ჩააბარა“ – ვიდეო
ტვ „პირველმა“ გაარკვია, რომ ქართული ოცნების ლიდერების ცოლები, ქმრები და ოჯახის წევრები მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ირაკლი კობახიძის ცოლი გახარიასთან დაასაქმეს, თეა წულუკიანის ქმარს პრემიერმა საქართველოს რეგიონების მართვა ჩააბარა, კობიაშვილის ცოლი დავით ზალკალიანმა დააწინაურა, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის სიმამრს თბილისის მთავარი მესაფლავეობა ჩააბარეს. როგორ ინიშნებიან ოცნების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მაღალ თანამდებობებზე, როცა ქვეყანა ტოტალურმა უმუშევრობამ წალეკა.
ანატოლი ბიბილოვს კოვიდ 19 დაუდასტურდა
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ე.წ. „პრეზიდენტს“ ვირუსის იოლი ფორმა აქვს და საკუთარი „მოვალეობის“ შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. იპნ










