როგორია „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი ლიდერების საათების კოლექცია? ზოგიერთის საათი თბილისში, ცენტრში სამ-ოთახიან ბინაძე ძვირი ღირს. დიმიტრი ქუმსიშვილის თეთრი ოქროს საათი 64 ათასი ღირს, ღარიბაშვილის – ნახევარ მილიონზე მეტი, კალაძის და მისი ცოლის საათების კოლექცია 2 მლნ ნახევარზე მეტი ღირს. დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ერთ შვეიცარიულ საათში რიგითი მთაწმინდელის 25 წლის პენსიის ოდენობა გადაიხადა. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/792799061289556/?eid=ARDDWw8VKUXZyonevwMl_xKBXVT2dYM-r7At3dRz5HXMY7s_Mrgn2HQlLW4_C6xoszhBB90SsmwCXlK4
კატეგორია: საზოგადოება
სტუდენტს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, სტატუსი შეუჩერდა
მისივე თქმით, მისთვის სტატუსის შეჩერების გარდა უნივერსიტეტს სხვა ალტერნატივა არ შეუთავაზებია. „დეკანატს დავუაკვშირდი, ავუხსენი სიტუაცია რა და როგორ იყო და ვკითხე, თუ ჰქონდა უნივერსიტეტს რაიმე გეგმა კოვიდდადებითი სტუდენტებისთვის. მითხრეს, ჯერ არაფერი გვაქვს, კრებაზე იქნებ რაიმე გადაწყდესო, შენთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი სტატუსის შეჩერება იქნებაო. სანამ კოვიდი დამიდასტურდებოდა ენტეროვირუსი მქონდა და ვერ ვესწრებოდი სემინარებს, ამიტომ დავრეკე, აზრადაც […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 19:20 საათზე, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 23 კმ-ში, ქალაქ თეთრიწყაროსთან მოხდა.
ლევან ვარშალომიძის მამა კოვიდ-19-ით გარდაიცვალა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტახნის წინ გაავრცელა. წლების წინ, გურამ ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო. მას კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა. ტესტირება ჩაიტარა ლევან ვარშალომიძემაც, თუმცა პასუხი ნეგატიური იყო. გურამ ვარშალომიძე 1964-1970 წლებში მუშაობდა ტრესტ „საქნავთობის”, აზერბაიჯანის „ყარადაღნავთობის” და „აფშერონ ნავთობის” საწარმოებში, […]
“დაბალი მსუქანი ბიჭი ამედევნა, ფრთხილად იყავით” – რა ხდება რუსთავში
“ინფო რუსთავი”-ს ფეისბუქ ჯგუფში ერთ-ერთმა მომხმარებელმა სექტემბრის შუა რიცხვებში დაწერა, რომ მეგობრობის გამზირზე მას უცნობი მამაკაცი აედევნა და მას შემდეგ მიატოვა, როდესაც ქალი პოლიციაში დარეკვით დაემუქრა. “მივმართავ ყველა გოგოს, ძალიან იფრთხილეთ. დადის ქუჩაში დაბალი მსუქანი ბიჭი, რომელიც დაგვედევნა გოგოებს, ეს უკვე მეორედ. ან მაგის პატრონმა იღონოს რამე ან პასუხს არაფერზე ვაგებთ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. […]
“არ დავიჯერე, ლამის გამოვთაყვანდი…” – დავით სოკოლოვს კახა კალაძემ ბინა აჩუქა
ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი ბოლო წლები მეუღლესთან, დალი ფიცხელაურთან ერთად, მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობდა. ბინის გარეშე დარჩენილი ბატონი დავითი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც, ისევ თავშესაფარში აგრძელებდა ცხოვრებას. საკუთარ ბინას 1998 წლიდან ელოდა, რადგან სახლი 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაეწვა. კომპენსაციის ნაცვლად ბატონ დავითს მთავრობა მაშინ დაპირდა, რომ 135 კვადრატული მეტრი ფართის ბინას მისცემდა, მაგრამ მას შემდეგ […]
თსუ – 19 ოქტომბრიდან თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება სააუდიტორიო ფორმატში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. „საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს. პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია […]
16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები ღამის 10 საათზე დაიკეტება
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ. „როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია. “თუმცა, […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა
საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის სოფელ დაბა ოჩხამურში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა. 11 ჰა მიწის ნაკვეთზე მეწარმეს უკვე მოჰყავს 240 ტონა პომიდორი. პროქტი გამორჩულია იმით, რომ კომპანია „პანგეას“ პომიდვრის უნიკალური, “ტომსკის” ჯიშის, ბიო პროდუქტი მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, მაღაზიებსა თუ კერძო პირებზე, ასევე გააქვს ექსპორტზე. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა […]
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერი თვითიზოლაციაშია – გია თევდორაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა, ქუთაისის ყოფილი მერმა, გია თევდორაძემ კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩააბარა, რაც მის მეუღლეს, მაკა ხეცურიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხეცურიანი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომელია. როგორც მან „2020NEWS”-ს ექსკლუზიურად განუცხადა, მას შემდეგ, რაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, მეუღლეც თვითიზოლაციაში გადავიდა. „2 დღის წინ გამომივლინდა პირველი სიმპტომები, მქონდა ტემპერატურა. ტესტირების შედეგად, კორონავირუსი […]









