ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა გააუქმა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “როგორც ჩანს მაყურებლის დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რომ ჩვენს მიერ დაანონსებულ სტუმარს კავშირი არ ჰქონდა PF – ში გასულ რეპორტაჟთან. არსებობს ორი ფოტოგრაფის საქმე. აქედან ერთის საქმეა არასრულწლოვნების თემა და მეორე საქმეზე დაკავებულია დედა-შვილი. სწორედ მეორე საქმის დეტალებზე დაავანონსეთ სტუმარი, რომელიც ფიქრობს რომ მის დას და […]
კატეგორია: საზოგადოება
ყარაჯალელი 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დიდუბის მეტროსთან ბაზრის მოვაჭრეა
სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. ინფიცირებული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი – ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალი […]
დიმიტრი შაშკინი – „ოცნება“ ანადგურებს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია განათლებასთან“
„სატელევიზიო გაკვეთილები დისტანციური სწავლება არ არის. ეს იგივეა, „ჟიგული“ რომ „ფერარის“ შეადარო“ იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ მასწავლებლის სახლის შენობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა იმაზე მიუთითებს, რომ განათლება „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტული არ არის. ექსმინისტრი ამბობს, რომ განათლების სფეროში პროგრესი გაიყინა და ამის საილუსტრაციოდ საერთაშორისო კვლევები […]
თბილისში ცოფის ვირუსი კიდევ ერთ ძაღლს დაუდასტურდა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში, ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ქინძმარაულის N45-დან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. მათივე განმარტებით, ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის […]
თენგიზ ცერცვაძე მთავარი არხის წინააღმდეგ – “თვით ჰიტლერისა და ჰებელსის ფანტაზია ასე შორს ვერ წავიდოდა”
ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ „კოვიდ-19“-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა დააბრალო ხელისუფლებასა და ექიმებს, რომლებიც ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „მთავარმა არხმა“ საუკუნის აღმოჩენა გააკეთა“. „20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ […]
ცოტნე გამსახურდია ყოველ დილას რობოტის საშუალებით გადაადგილდება
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით დადებითი დინამიკაა, რაც მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს. ამის შესახებ ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ. “მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. […]
სკოლები ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე გადადიან – გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაევალა
განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-2021 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად გამომცემლობებში განუცხადეს. მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც სწორედ ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა განიხილეს. უფრო კონკრეტულად, როგორც “პალიტრა L-ის” დირექტორმა თიკო ასათიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, გამომცემლობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ რესურსებით […]
“გიორგი ბოლოს საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი ქრება” – საბურთალოს ფეხბურთელს ისევ ეძებენ
ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე შენიშნეს და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. “გიოს კვალი ქრება მცხეთა – საგურამოს ტერიტორიაზე. ორი დღეა მიმდინარეობს ძებნა. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, გთხოვთ დამეკონტაქტეთ ვერ ვპოულობთ” – წერს სოციალურ ქსელში მისი ახლობელი ანი […]
ქუთაისის უნივერსიტეტი წელს პირველ სტუდენტებს მიიღებს – ვიდეო
ბევრს დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ბაყაყები ყიყინებდნენ, 153 ჰექტარ ტყის მასივში, ულტრათანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდებიდა და ქუთაისიც საგანმანათლებლო ცენტრის ისტორიულ სახელს დაიბრუნებდა. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო… ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ ეტაპზე ბაკალავრიატის სამ აკადემიურ პროგრამაზე იქნება სწავლა შესაძლებელი, ესენია: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. სტუდენტებს ლექციებსა და სემინარებს, ქართველ […]










