კატეგორია: საზოგადოება

„იმედის“ ოპერატორმა „მთავარის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა და დედა აგინა

ტელეიმედის ოპერატორმა, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს პირდაპირი ჩართვის დროს, ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი კლინიკა „ვივა მედთან” მოხდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საგანგებო განცხადებას აკეთებდა. მომხდარზე „მთავარის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, თეო გილიგაშვილი ფეისბუქზე წერს: „პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ […]

 მსოფლიოში ახალი ვირუსი – „აქლემის გრიპი“ ვრცელდება

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საერთაშორისო მედია აქტიურად წერს ე.წ. „აქლემის გრიპის“ შესახებ, რომელსაც  სამედიცინო სფეროში  შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის(Mers) სახელით მოიხსენიებენ. Mirror-ის ცნობით, კატარიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულ 3 ადამიანს აქლემის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. ახლა კატარში ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რის გამოც იქ უამრავი ადამიანი იმყოფება. აღსანიშნავია ისიც, რომ „კატარი 2022“ ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა, […]

„მიუხედავად ყველაფრისა, სანდრა არის კარგი დედა, მოსიყვარულე თავისი ოჯახის, ქმრის…” – ნიკოლოზ სააკაშვილი 

„მიუხედავად ყველაფრისა, არის ნამდვილად ჭეშმარიტი ჰოლანდიელი ქართველი, ჰუმანური პიროვნება, მოსიყვარულე თავისი ოჯახის, თავისი ქმრის, კარგი დედა და გამიკვირდებოდა, რომ სანდრა არ გამოჩენილიყო. სანდრასნაირი პირველი ლედი საქართველოს არ ჰყოლია“ – ასე დაახასიათა მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, ყოფილი რძალი, სანდრა რულოვსი „ტვ პირველთან” ინტერვიუს დროს. სანდრა რულოვსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლეა. ექსპრეზიდენტს ახლა […]

ამერიკაში 30 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკაში რუსთაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 30 წლის გიორგი ნინიკური გარდაცვლილი ნიუ-იორკში ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ახლობლები სავარაუდოდ, გულის შეტევას ასახელებენ, თუმცა, ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით, უცნობია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ამერიკაში 1 თვეა რაც გაემგზავრა, მანამდე ის რუსთავში ერთ-ერთი დაცვის სამსახურში მუშაობდა.

თამაზ აქუბარდიას მე-14 წიგნი – ჰეგელის „სამართლის ფილოსოფია“

მეოთხე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ეკონომისტის, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის თამაზ აქუბარდიას ავტორობით, ბოლო 5 წლის მანძილზე მე-14 წიგნი გამოიცა. ამჯერად თამაზ აქუბარდიამ ჰეგელის „სამართლის ფილოსოფია“ თარგმნა. სამართლისა და ეკონომიკის სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ წიგნი გზამკვლევი შეიძლება გახდეს დარგის სპეციალისტებისთვის. დღევანდელ რეალობას თუ რამე აკლია, ეს არის სამართლის და სამართლიანობის ანალიზის უნარი. წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვეს […]

„ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი რამე მეც ვიცი“ – მიხეილ სააკაშვილის ძმა

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს – პრეზიდენტის ძმა ალაპარაკებას აანონსებს, თუმცა მხოლოდ მას შემედეგ, რაც პაციენტს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებენ. დავით სააკაშვილი „პირველებთან” აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში მის თვალწინ მიმდინარეობდა, მაგრამ მოცემულ მომენტში სააკაშვილებისთვის პრირორიტეტი პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობაა და არა მოღალატეების მხილება. „ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი რამე მეც ვიცი, იმიტომ, რომ მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცხოვრობდი და […]

„გორში მე-4 კლასელმა ბავშვმა შიმშილისგან გონება დაკარგა” 

გორის მე-7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ინფორმაციას „მოზაიკა” სკოლის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს. დირექტორის განმარტებით, მოსწავლე სკოლაში საუზმის გარეშე მივიდა. „გვყავდა გამოძახებული სასწრაფო, მე-4 კლასელმა ბავშვა გონება დაკარგა. მასწავლებელს გაუხდა ცუდად ხელებში. მოვიყვანეთ მშობელი და გვითხრა, რომ ბავშვი დილით არ საუზმობს. ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა ბავშვი გონებაზე, რომ მოვიდა ღვეზელი ვაჭამეთ […]

„არ არის სიმართლე“ – „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაყვანილი არ არის. ჩხაიძის თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა წაქცევის ეპიზოდიც ახსენა და თქვა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „არ არის სიმართლე ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ. ეს არ არის სწორი. მე არ ვიცი, საიდან […]

დერვიში – წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო

ჟურნალისტის, მხატვრის, სოსო ზაალიშვილის ნაწარმოები „დერვიში“ 20-ე საუკუნის მიწურულს კავკასიაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს. ნაწარმოებში აღწერილია რუსეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა თუ აზერბაიჯანსა და საქართველოში, აგრეთვე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ისლამური წინააღმდეგობისა და ტერორისტული უჯრედების შექმნისა და მათი მოქმედების შესახებ. აღწერილია ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის პერიოდში მომხდარი რეალური ამბები. […]

„მოდით ჩემს საფლავზე, მომიყევით თქვენს გასაჭირზე და დაგეხმარებით ყველას“ –  მამა ვიტალი

1 დეკემბერს თანამედროვე დიდი მოღვაწის –  მამა ვიტალის გარდაცვალების დღეა. ამბავი დიდი მოღვაწის – მამა ვიტალის შესახებ. ეცადეთ, ყველამ წაიკითხოთ მისი ცხოვრების ეს მოკლე „თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ” – ილია მეორე მამა ვიტალის შესახებ. მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 წელს. მისი დედა  ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა: “ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც […]